ეროვნული ლიგა. XVII ტური: ქუთაისის "ტორპედომ" ზედიზედ მეშვიდე მატჩი მოიგო

AutoSharing Option
დღეს, 17 ივნისს, ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ეროვნული ლიგის მე-17 ტურის ბოლო მატჩი გაიმართა. ადგილობრივმა "ტორპედომ" ბათუმის "დინამო" მიიღო და მინიმალური ანგარიშით დაამარცხა - 1:0.

ერთადერთი გოლი მატჩის მე-20 წუთზე გიორგი კუხიანიძემ პენალტიდან გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ქუთაისელებმა ეროვნულ ლიგაში ზედიზედ მეშვიდე გამარჯვება იზეიმეს.

"ტორპედოს" ამ გამარჯვებით 37 ქულა დაუგროვდა, ცხრილში მეორე ადგილზეა და ლიდერ თბილისის "დინამოს" 3 ქულით ჩამორჩება. 21 ივნისს, მე-18 ტურის მატჩს "ტორპედო" თბილისში სწორედ "დინამოს" წინააღმდეგ გამართავს.

რაც შეეხება ბათუმელებს, ისინი 16 ქულით სატურნირო ცხრილში მე-8
ადგილზე არიან.
მკითხველის კომენტარები / 6 /
sacodavi penalit dzlivs moigo kvdar batumtan tamashi da am gunds unda chempionobaa>>>>????
am qutasi unda chempionoba
13:37 18-06-2017
0
Batumi gavardeba asiani
Lasharela
02:16 18-06-2017
0

სიახლეები პოპულარული