"ტორპედოს" ახალმა მეპატრონემ გაგვიმხილა, რომ გეგმაშია უკრაინელი ლეგიონერის დამატებაც. ჩვენი ინფორმაციით, ლაპარაკია ვლადიმირ კორობკაზე - ფოთის "კოლხეთი 1913"-ის შემტევი ნახევარმცველი, რომელიც უკრაინის 17 და 21-წლამდელთა ნაკრებების წევრი გახლდათ.
კორობკა 27 წლისაა, "დნიპროს" საფეხბურთო სკოლის აღზრდილია და 2006-08 წლებში სწორედ ამ გუნდში ირიცხებოდა. უთამაშია სიმფეროპოლის "ტავრიაში" (2008-14), ასტრახანის "ვოლგარში" (2012),
საინტერესოა, რომ 2008-11 წლებში კორობკა "ტავრიაში" კარიერას რომ იწყებდა, იმ გუნდის ლიდერი ქუთაისის "ტორპედოს" ამჟამინდელი სამწვრთნელო შტაბის წევრი ვასილ გიგიაძე გახლდათ...
გაირკვა, რომ გუნდი დატოვა ნიკა საბანაძემ, რომელიც ამიერიდან "სამტრედიისთვის" გაიტანს. "ლელოს" ინფორმაციით, 26 წლის ფეხბურთელი გუშინდლიდან უკვე ჩემპიონის განკარგულებაშია. სხვათა შორის, გია ცეცაძე მას "სამტრედიაში" სეზონის დაწყებამდეც იწვევდა და ეს ტრანსფერი გადაწყვეტილიც ჩანდა, მაგრამ ბოლო მომენტში "ტორპედომ" უფრო მეტად იაქტიურა და...
"სამტრედია" საბანაძისთვის მეშვიდე კლუბია. "ტორპედოს" გარდა, მას უთამაშია "ზესტაფონში", თბილისის "დინამოში", "საბურთალოში", მარტვილის "მერანში", ირიცხებოდა, მაგრამ არ უთამაშია ახნას (კვიპროსი) "ეთნიკოსში".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"