ქობულეთის "შუქურამ" "ჩელე არენაზე" თბილისის "საბურთალოს" უმასპინძლა და ანგარიშით 1:2 დამარცხდა.
34-ე წუთზე ლევან კუტალიას გოლით მასპინძლები დაწინაურდნენ.
50-ე წუთზე "საბურთალო" კაცნაკლულნი დარჩა, ელვინ ტერამ მეორე ყვითელი მიიღო და მოედანი დატოვა.
სტუმრებმა გათანბრება 64-ე წუთზე ვლადიმერ მამუჩაშვილის გოლით შეძლეს. 84-ე წუთზე კი გიორგი ხარაიშვილმა "საბურთალო" წინ გაიყავანა.