დინამო(ბთ)-კოლხეთი 0:0 - ასე ევროპაში არაფერი გამოვა!

AutoSharing Option
ზღვისპირული დერბი ყოველთვის დაძაბულია და ასე იყო ამჯერადაც, თუმცა ვერანაირად ვერ გავამართლებთ ფეხბურთელთა ქცევას მინდორზე, სადაც ლამის მთელი თამაში ერთმანეთთან კინკლაობაში გაატარეს, იმის მაგივრად, რომ ნამდვილი ფეხბურთი ეთამაშათ და ამით ესიამოვნებინათ გულშემატკივრისთვის.

3 წითელი ბარათი ბევრ რამეზე მეტყველებს. "დინამომ" კი კვლავ ვერ გატეხა ნავსი და ვერ მოიგო საშინაოდ ქცეულ "რაგბი არენაზე". რა თქმა უნდა, მას შემდეგ, რაც "კოლხეთი" 9 კაცით დარჩა, ბათუმელთა უპირატესობა აშკარა იყო, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა გამარჯვების მოსაპოვებლად. მართლაც და, თამაში 90 წუთი გრძელდება და არა
- 10.

"იაგელონიასთან" შეხვედრას ზღვისპირელები არცთუ კარგ სათამაშო ფორმაში მყოფნი ხვდებიან. იმედია, გუნდს ახალი ტრანსფერები გამოაცოცხლებს. ბათუმელებს ძალიან სჭირდებათ "ახალი სისხლი".

კონსტანტინ ფროლოვს ბევრი სამუშაო აქვს. გუნდი უკეთესი იყო ბურთის ართმევისას, მაგრამ კვლავ აქილევსის ქუსლად რჩება საგოლე მომენტების გამოუყენებლობა. ასე ევროასპარეზზე არაფერი გამოვა.

რამდენიმე ფეხბურთელი აშკარად შორსაა ოპტიმალური ფორმისგან. თუნდაც, ელგუჯა გრიგალაშვილი, რომელიც სულ სხვანაირი, უფრო მწვავე გვახსოვს. იმედია, მოკლე ხანში ეს ნაკლოვანებები მცირედით მაინც აღმოიფხვრება.

"კოლხეთმა" კი საკუთარ თავს არ უღალატა და ბოლომდე იბრძოლა. ის კი არა, 9-კაციანმა კინაღამ გაიტანა კიდეც. ეგაა, გელა სანაიას გუნდს კვლავ ძალიან აწუხებს ტრავმების ეპიდემია, მათ შორის - ლეგიონერების. ტრავმებთან ომის შემდეგ არფანგ დაფე და უმა ოტიენო ოპტიმალურ ფორმაში არ არიან.

ზოგადად, "კოლხეთი" საინტერესო გუნდია, თუმცა საკადრო სიღრმე არ ჰყოფნის იმისთვის, რომ მაღალი მიზნებისთვის იბრძოლოს, თორემ ცალკეული ფეხბურთელების კლასით და მწვრთნელით არავის ჩამოუვარდება.

ისე კი, ამჟამინდელი სატურნირო მდგომარეობით არცერთი გუნდის ხელმძღვანელობა და სამწვრთნელო შტაბი არ იქნება კმაყოფილი.

მატჩის სტენოგრამა
15' - სტეპან სიკაჩმა იაროსლავ კვასოვს არ გაატანინა.
17' - ბათუმელები თერთმეტმეტრიანს ითხოვდნენ კვასოვის წაქცევისთვის.
20' - სუხიაშვილის პასის შემდეგ გიორგი ქავთარაძის თავური არაზუსტი გამოდგა.
28' - ოტიენოს რეიდი კარში ზუსტი დარტყმით ვერ დასრულდა.
39' - კვასოვის დარტყმა არაზუსტია.
64' - ელგუჯა გრიგალაშვილის დარტყმას სიკაჩი ადგილზე დახვდა.
70' - თემურ შონიას დარტყმის შემდეგ "კოლხეთი" გადარჩა.
75' - გიორგი ქავთარაძის დარტყმა ოდნავ ასცდა სიკაჩის კარს.
79' - გიორგი ბუხაიძისა და არფანგ დაფეს კომბინაცია. სენეგალელის დარტყმის შემდეგ ბათუმელები მეკარე ანატოლი ტიმოფეევმა იხსნა.
86' - გრიგალაშვილი ვარდნაში ცდილობდა გატანას, მაგრამ სიკაჩმა დაასწრო.
90' - არჩილ ტვილდიანის უძლიერესი დარტყმა ოდნავ ასცდა "კოლხეთის" კარს.

ეროვნული ლიგა. XVIII ტური
21.06 ბათუმი. "რაგბი არენა"
დინამო(ბთ)-კოლხეთი 0:0
დინამო (4-5-1): ტიმოფეევი - სუხიაშვილი, მახარაძე, მგელაძე, ფარტენაძე - ქავთარაძე (83. ტვილდიანი), შონია, თარხნიშვილი, თევდორაძე (60. ელ. გრიგალაშვილი), გორელიშვილი (60. კვანტალიანი) - კვასოვი.
სათადარიგოები: ტაკიძე, ვარშანიძე, გოგიტიძე, კეკუა
მწვრთნელი: კონსტანტინ ფროლოვი
კოლხეთი (4-5-1): სიკაჩი - ოტიენო, გ. კილასონია, ვ. კილასონია, ლუკავა (77. ბუხაიძე) - ენდელაძე, კერძევაძე, ბოლქვაძე, ჯანელიძე (73. დაფე), კორობკა (51. ლ. კაკულია) - კოვტალიუკი.
სათადარიგოები: შერმადინი, შალიკაშვილი, კოკაია, ბუხაიძე
მწვრთნელი: გელა სანაია
გაფრთხილება: ვ. კილასონია (16), გორელიშვილი (25), ბოლქვაძე (64), ენდელაძე (68), ოტიენო (82), შონია (85)
გაძევება: მგელაძე (67), კოვტალიუკი (67), კილასონია (73)
არბიტრი: ლ. სილაგავა.

ბომბარდირები
ი. სიხარულიძე (ლოკომოტივი) 15
ბ. არაბული (დინამო თბ) 11
დ. ტატანაშვილი (ჩიხურა) 11
მ. კოვტალიუკი (კოლხეთი) 10

მომდევნო ტური
21 ივლისი, პარასკევი
დინამო (თბ)-კოლხეთი

22 ივლისი, შაბათი
საბურთალო-ტორპედო
სამტრედია-შუქურა
ჩიხურა-დილა

23 ივლისი, კვირა
დინამო (ბთ)-ლოკომოტივი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
თორემ სხვა კლუბებს გამოუვათ აი! დაწერეთ ცუდი ოპტიმიზმი რომ გღუპავთ
svan
14:47 22-06-2017
0
მოკლედ ევროპალიგისათვის ჩვენს კლუბებს დახმარება უნდა, მათ შორის სპარინგითაც.

კარგი იქნება თუკი ბათუმის დინამო სპარინგს ჩაატარებს ან ლოკომოტივთან ან მარტვილის მერანთან ( სტილობრივი მსგავსება აქვს ამ 2 კლუბს)

ჩიხურას ყველაზე მეტად მოუხდება ალბათ სპარინგი სამტრედიასთან მათი მეტოქის ფორმატის გათვალისწინებით

ტორპედოს კი ან საბურთალოსთან ან დინამო თბილისთან.


იმედია იფიქრებენ ამაზე და 24 ში ჩაიტარებემნ ამ სპარინგებს.
Guadua
12:43 22-06-2017
0

სიახლეები პოპულარული