"ს.კ. "გორის დილა" მადლობას უხდის გიორგი დეკანოსიძეს გაწეული შრომისთვის, მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე. კლუბის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, დღეიდან მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე გიორგი დარასელია დაინიშნა", - წერია "დილას" "ფეისბუქის" გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ "დილადან" ებრაელი სპეციალისტის, ზივ არიეს წასვლის შემდეგ, ორი მატჩის განმავლობაში გუნდს მისი ასისტენტი გიორგი დეკანოსიძე წვრთნიდა.
რაც შეეხება გორელთა ახალ მწვრთნელს, 48 წლის დარასელიას გორის კლუბში ადრე - 2012 წელსაც უმუშავია.
გორის "დილა" ეროვნულ ლიგაში ჩატარებული 18 მატჩის შემდეგ 22 ქულით სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზეა.