შეგახსენებთ, რომ "იაგელონია" ხვალ, ქუთაისში, ევროპალიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრას ბათუმის "დინამოს" წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.
"მთავარი მიზანი, რისთვისაც საქართველოში ჩამოვედით, მოგებაა! გვინდა, მოვიგოთ და შინ მშვიდად დავბრუნდეთ.
ბათუმის "დინამო" ტაქტიკურად გამართული გუნდია, თავს კარგად იცავს, მეტოქისთვის ბურთის ართმევისას მონაწილეობას ბევრი ფეხბურთელი იღებს. რაც შეეხება შეტევას, ვიტყოდი, რომ მათი მცველები ფლანგებიდან კარგად უტევენ. ერთი სიტყვით, იოლი მეტოქე არ გვყავს.
ნამდვილად ვერ ჩავთვლი "დინამოს"
დღეს ჩემს ინტერესებში არ შედის იმაზე საუბარი, თუ რა ტაქტიკით ვითამაშებთ ხვალ. ქუთაისში ცხელა, თუმცა პოლონელები ასეთ ამინდში თამაშს მიჩვეულნი ვართ. ყველაფერი რიგზეა, დაველოდოთ მატჩს", - თქვა მწვრთნელმა.
პრესკონფერენციას "იაგელონიას" ნახევარმცველი ტარას რომანჩუკიც დაესწრო.
"საქართველოში შორიდან ჩამოვედით და პირველიდან ბოლო წუთის ჩათვლით ბრძოლას ვგეგმავთ. მიზანი მოგებაა და ამისთვის თავს არ დავზოგავთ" , - თქვა რომანჩუკმა.