თბილისის "დინამო": აკაკი შულაია შეკრებაზე მიდის, გიორგი გველესიანი - ირანში?

AutoSharing Option
20 წლის მარჯვენა გარემარბი აკაკი შულაია თბილისის "დინამოს" უახლოვდება. ეს ინფორმაცია "დინამოს" პრეზიდენტ რომან ფიფიას მრჩეველ ლევან სალუქვაძესთან გადავამოწმეთ:

"აკაკი შულაია თავისუფალი აგენტია და ის "დინამოსთან" ერთად მიდის შეკრებაზე. საბოლოო გადაწყვეტილებას, როგორც კლუბი, ისე ფეხბურთელი, მას შემდეგ მიიღებენ, როცა გუნდი შეკრებიდან დაბრუნდება", - გვითხრა სალუქვაძემ.

ჩვენ კი შეგახსენებთ, რომ შულაიას აქამდე "მერანში", "ცხინვალსა" და "სიონში" უთამაშია. ბოლოს ის კვლავ მარტვილური კლუბის ღირსებას იცავდა.

ამასობაში, ვრცელდება ინფორმაცია, რომ თბილისის "დინამოს" 26 წლის მცველის, გიორგი გველესიანის გადაბირება ირანის "ზობ აჰანს" სურს. ეს
გუნდი მეოთხე ადგილზე გავიდა ქვეყნის ჩემპიონატში და სისტემატურად თამაშობს აზიის ჩემპიონთა ლიგაზე.

სალუქვაძემ გველესიანის მიმართ ირანელთა ინტერესი დაგვიდასტურა, თუმცა იქვე დასძინა, რომ გადაწყვეტილი ჯერ არაფერია.

თბილისის "დინამო" შეკრებას სლოვენიაში, 29 ივნისიდან 13 ივლისის ჩათვლით გაივლის.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
სალუქვაძე ძალიან მეცოდება, ამ პატიოსან და სპორტზე უზომოდ შეყვარებულ კაცს სისულელეების ლაპარაკი უწევს ფიფიას გაუგონარი გადაწყვეტილებების გასაპრავებლად.
levani
18:11 29-06-2017
0
ბევრი ფულებიიი
rezi-ს
15:54 29-06-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული