დინამო(თბ)-ზორია 1:1 - ბოლო საკონტროლო და ახალწვეულები [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თბილისის "დინამომ" სლოვენიურ შეკრებაზე ბოლო საკონტროლო მატჩი გამართა და უკრაინული პრემიერლიგის ბინადარ ლუგანსკის "ზორიას" დაუზავდა - 1:1.

საქართველოს ეროვნული ლიგის ლიდერი თავიდან მდევრის როლში იყო, თუმცა მე-60 წუთზე "დინამოს" უკრაინელმა ახალწვეულმა მიკოლა კოვტალიუკმა ანგარიში გაათანაბრა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა.

"დინამოს" სასტარტო შემადგენლობა ასეთი იყო: რევიშვილი, თოთაძე, სალუქვაძე, გეგეჭკორი, ქაფიანიძე, ქარდავა, ნინუა, ქოჩლაძე, შულაია, კოვტალიუკი, ერგემლიძე.

ორიოდ სიტყვით ახალწვეულებზე, რომელთა საკითხი უკვე გადაწყვეტილია: 

"დინამოს" ღირსებას დაიცავს 23 წლის მარჯვენა მცველი ლევან გეგეჭკორი, ვისაც სხვადასხვა დროს "მერანში", "შუქურაში", ბათუმის "დინამოსა" და "ჩიხურაში"
უთამაშია, ასევე - საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში. თბილისურ გრანდში ის ექვსთვიანი იჯარით ითამაშებს.

დინამოელია მარტვილის "მერანის" კიდევ ერთი აღზრდილი, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრი, 20 წლის აკაკი შულაია. ის "დინამოს" შეუერთდა სწორედ "მერანიდან", რომელიც ფეხბურთელის სანაცვლოდ გარკვეულ კომპენსაციას მიიღებს. შულაიას აქვს "ცხინვალსა" და "სიონში" თამაშის გამოცდილება.

"დინამოში" ითამაშებს 22 წლის უკრაინელი შემტევი მიკოლა კოვტალიუკიც, ვინც ფოთის "კოლხეთიდან" დაგვამახსოვრა თავი.

24 წლისაა ნიგერიელი მარცხენა მცველი მოჰამედ ალიუ, ხოლო "დინამოს" დაუბრუნდა 19 წლის ნიჭიერი ფორვარდი ენვერ ლილუაშვილი, ვინც დედაქალაქური კლუბის აღზრდილია. ბოლოს იჯარით ბოლნისის "სიონში" თამაშობდა.

შეგახსენებთ, რომ ბოლოს "დინამო" დატოვა 26 წლის ცენტრალურმა მცველმა გიორგი გველესიანმა, რომელმაც ირანულ "ზობ აჰანს" მიაშურა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
მაგარია ფიფია, ქართულ გუნდებს ასუსტებს,და მერე გაიძახის, 3 ან 4 კონკურენტუნარიანი გუნდი უნდა იყოსო ჩემპიონატში.კეთილი ინებოს ის დანაკლის რაც გუნდშია თავისი აკადემიის მიჭებით შეავსოს.თუ ასე გაგრძელდა დინამო სულ საქართველოს ჩემპიონი იქნება,და სულ სამარცხვინო ევროტურნირებზე.
თენგო
22:23 13-07-2017
0
სამწუხაროდ ბევრი წავიდა დინამოდან, არაბული, ლობჟანიძე, პაპუნაშვილი, გველესიანი(ეს ალბათ ყველაზე ცუდი ტრანსფერია ქართველ ფეხბურთელებთაგან, ჩაკვეტაძე რომელიც დინამოს მომავალი ლეგენდა უნდა ყოფილიყო ( თუმცა რეკორდული ტრანსფერი ქართული კლუბების ისტორიაში 3 მილიონი ევრო!
dato
17:00 13-07-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული