ქობულეთის "შუქურა": მზადება დუშეთში, თამაში ბათუმში

AutoSharing Option
ქობულეთის "შუქურამ" მესამე წრისთვის მზადება დაიწყო. ჩემპიონატის პირველი ნახევრის შემდეგ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გუნდი ძირითადი შემადგენლობის ბევრმა ფეხბურთელმა დატოვა. მიუხედავად ამისა, კლუბის ხელმძღვანელობა დარწმუნებულია, რომ დარჩენილ ორ წრეში გუნდი წარმატებით ითამაშებს, ამის საფუძველს კი განახლებული შემადგენლობა აძლევს.

10 ივლისიდან ქობულეთური გუნდი დუშეთში ემზადება. საწვრთნელი შეკრების ფარგლებში დაგეგმილია საკონტროლო მატჩებიც. პირველი - გუშინ უკვე გაიმართა: "შუქურა" "ვიტ ჯორჯიას" ესპარინგა და 0:1 დამარცხდა. 16 ივლისს ქობულეთელები " რუსთავს" ეთამაშებიან.

კლუბის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, გუნდის მთავარ მწვრთნელად რჩება გიორგი შაშიაშვილი. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე ჩემპიონატში "შუქურამ"
მხოლოდ 7 ქულა დააგროვა და ეროვნულ ლიგაში ბოლო ადგილზეა. აქედან გამომდინარე, გუნდის უპირველესი ამოცანა ელიტაში ადგილის შენარჩუნებაა.

დავუბრუნდეთ გუნდიდან წასულებს, ასეთი სულ 11 ფეხბურთელია: მეკარეები - ილია სტურუა და იური კამინსკი, წინა ხაზის მოთამაშეები - ირაკლი ჭეჟია, გიგა მამულაშვილი, ივან კლეცკოვი, ბექა მახარაძე, ლევან კუტალია, ლაშა ჯაფარიძე, გიორგი ჭანუყვაძე, ივან რუდნიცკი და გიორგი არქანია.

არანაკლებ დიდია "შუქურას" ახალწვეულთა სია - მეკარე გიორგი სომხიშვილი, ასევე, გელა გოგიტიძე, გია ჩადუნელი, გიორგი გოგილაშვილი, დავით ჩაგელიშვილი, ფელიპე ნუნიესი და მარსელო ანტონიო დე ოლივეირა.

ასე რომ, შაშიაშვილის განკარგულებაში დღეს ეს ფეხბურთელები არიან:

მეკარეები: ვლადიმერ მელნიჩენკო, გიორგი სომხიშვილი, გიორგი ღლონტი;
მცველები: რომან ჩაჩუა, დავით ცეცხლაძე, გელა გოგიტიძე, გია ჩადუნელი, გიორგი კალანდაძე, რომან პომოზანი;
ნახევარმცველები: ჯეფერსონი, ირაკლი კლიმიაშვილი, სანდრო გურული, ნიკოლოზ ღლონტი, გიორგი კახელიშვილი, მარსელო ანტონიო დე ოლივეირა, ერეკლე მალაზონია;
თავდამსხმელები: დავით ჩაგელიშვილი, გიორგი გოგილაშვილი, ფელიპე ნუნიესი.

გუნდში ირიცხებიან, მაგრამ ტრავმის გამო ჯერ ვერ ვარჯიშობენ გიორგი ჩელებაძე, აზამატ ჯიოევი, ლევან საბაძე და თორნიკე დაგარგულია.

ადრეც ვწერდით და შეგახსენებთ - მესამე წრიდან "ჩელე არენა" ვეღარ უმასპინძლებს "შუქურას" საშინაო მატჩებს. ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, სტადიონს ლიცენზია შეუჩერდა, შესაბამისად, ქობულეთელები მეტოქეებს ბათუმის "რაგბი არენაზე" მიიღებენ.

ეროვნული ლიგის მესამე წრე 21 ივლისს დაიწყება. "შუქურა" პირველ შეხვედრას 22 ივლისს, "სამტრედიასთან" სტუმრად გამართავს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჩელებაძის მიკვირს, თუკი ჩაგელიშვილი წაიყვანა, ბერიაშვილი რატომ არ მიყავს? ასეთი საქციელი არაა მოსაწონი.ბატონო რევაზ ახლავე დაურეკეთ სამტრედიას და ბერიაშვილი წაიყვანეთ.
Guadua
10:33 14-07-2017
0

სიახლეები პოპულარული