17:03 16-07-2017
ამხანაგური მატჩი: "საბურთალოს" მოგება და ახალი ლეგიონერის დებიუტი [VIDEO]
AutoSharing Option
პირველ ტაიმში სინჯებზე მყოფმა ლაშა იმედაშვილმა გაიტანა, რომელიც ბოლოს რუსეთის ჩემპიონატის მეორე ლიგაში ასპარეზობდა. მეორე ნახევარში კი გიორგი ხარაიშვილმა შეხვედრას საბოლოო წერტილი დაუსვა.
გუნდებმა ტაიმები სხვადასხვა შემადგენლობებით ითამაშეს, მწვრთნელებმა ფაქტობრივად ყველა ფეხბურთელს მისცეს თავის გამოჩენის შესაძლებლობა. შეხვედრა ორმხრივ იერიშებში წარიმართა, საბოლოოდ მატჩი თბილისელებმა მოიგეს.
"საბურთალოს" შემადგენლობაში პირველად იასპარეზა ალბანელმა ფორვარდმა ნდუე მუიესმა, რომელიც მეორე ტაიმიდან ჩაერთო თამაშში.
24 წლის ალბანელი ფეხბურთელი ნდუენ მუიესი "საბურთალოში" 14 ივლისს ჩაირიცხა - ამპლუით ფორვარდმა, დედაქალაქურ კლუბთან 2018 წლის ბოლომდე მოაწერა ხელშეკრულებას ხელი.
მუიესი ბოლოს ბულგარეთის უმაღლესი ლიგის "დუნავ-2010"-ის ღირსებაც იცავდა, 2016-2017 წლების სეზონში კი ასევე ბულგარეთის "პირინში" ირჯებოდა. ალბანელ ფორვარდს საუკეთესო წლები ლატვიის "ვენტსპილსში" აქვს გატარებული, სადაც 64 შეხვედრაში 23 გოლი გაიტანა. იმ პერიოდში "ვენტსპილში" კიდევ ერთი "საბურთალოს" ახალწვეული, თორნიკე თარხნიშვილი თამაშობდა.
საბურთალო (პირველი ტაიმი): კუპატაძე, სოფრომაძე, მარგველაშვილი, ცნობილაძე, ნადარაია, ხარაიშვილი, თარხნიშვილი, გვარაძე, იმნაძე, სილვა, იმედაშვილი.
მეორე ტაიმი: კუპატაძე, იაშვილი, მარგველაშვილი, გრიგალაშვილი, ჩაბრაძე, გვარაძე (სილვა) თარხნიშვილი, ხარაიშვილი, შინდაგორიძე, ვოლკოვი, მუიესი.
''დილა'': მუჯრიშვილი, ალი აბუბაქარი, გაგოშიძე, კვახაძე (კაპ), მაჩაიძე, რაზმაძე, დ. კირკიტაძე, ნუბიო ფლავიო (ნონიკაშვილი), პედრინიო, ტარავალიე, მოდებაძე
შეცვლაზე შევიდნენ: გულუაშვილი, ნონიკაშვილი, პაპავა, ნ. კირკიტაძე, კუსიანი, ძარია, კერელეიშვილი, აშორტია, კიკაბიძე
მომზადებულია fcsaburtalo.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 3 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
სად არის ჩემი კომენტარი
0
0
დავით ხურციძეს კიდევ 7-დი უნდა მიყვეს.
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული