ფოთის "კოლხეთის" ტრანსფერები: ორი კენიელი, ერთიც ქართველი

AutoSharing Option
ფოთის "კოლხეთი" ეროვნული ლიგის მეორე ნახევრისთვის ემზადება, კლუბის ხელმძღვანელობა კი საკადრო ცვლილებებსა და გუნდის გაძლიერებას აგრძელებს.

ფოთელთა პრესსამსახურის ცნობით, უძველესი ქართული კლუბის ფორმით 20 წლის ნახევარმცველი ამოს ნონდი ითამაშებს. ტრანსფერი საქართველოს ნაკრების ყოფილი თავდამსხმელის, ლაშა ჯაკობიას შუამავლობით განხორციელდა, რომელიც ბელგიურ სამენეჯერო კომპანიას წარმოადგენს.

კენიური მედიის ცნობით, ფეხბურთელმა კლუბთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ფოთელთა ახალწვეული კენიის 20-წლამდელთა ნაკრების წევრი და კაპიტანი გახლდათ. ამ გუნდის შემადგენლობაში მან 4 მატჩი ჩაატარა. ამპლუით ნახევარმცველია და ბოლოს კენიის ჩემპიონატის მესამეადგილოსან ნაირობის
"გორ მაჰიაში" თამაშობდა.

"ამოს ნონდი "გორ მაჰიას" პირველი პროდუქტია. ის გუნდის ყოფილი მცველის, ერიკ უმა ოტიენოს გზას დაადგა - კლუბმა უსასყიდლოდ გაათავისუფლა და "კოლხეთთან" 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. მაგრამ კონტრაქტში მითითებულია, რომ ფეხბურთელის გაყიდვის შემთხვევაში, "გორ მაჰია" თანხის 20 პროცენტს მიიღებს".

"ჩემი ოცნება იყო, რომ ერთ მშვენიერ დღეს ევროპაში მეთამაშა. მსურს, ამ შესაძლებლობით ვისარგებლო, რადგან კარგი თამაშით წინსვლის მეტი შანსი გამიჩნდება", - ამბობს ნონდი, რომელიც ნაირობის "გორ მაჰიაში" 18 თვის წინ ჩაირიცხა და კენიური მედიის შეფასებით, გუნდის ერთ-ერთ წამყვან ფიგურადაც იქცა.

კოლხების პრესსამსახურის ცნობით ''კოლხეთმა'' კენიის 23-წლამდე ნაკრების კაპიტანი - 18 წლის ჯონ მაჩარიაც დაიმატა.

მაჩარია კენიური პრემიერლიგის კლუბ "კარიობანგი შარქსიდან" ეროვნული ლიგის ბინადარ "ტალანტაში" იყო განათხოვრებული, ნონდი კი კენიის პრემიერლიგის 15-გზის ჩემპიონ "გორ მაჰიას" ღირსებას იცავდა.

შეგახსენებთ, რომ წლეულს, ეროვნული ლიგის დაწყებამდე "კოლხეთმა" აფრიკიდან ორი მოთამაშე ჩამოიყვანა - კენიის ნაკრების მოქმედი მარცხენა მცველი ერიკ უმა ოტიენო (რომელსაც მარსელოს მეტსახელითაც ვიცნობთ) და სენეგალელი არფანგ დაფე. შეიძლება ითქვას, იმედები ორივემ გაამართლა.

აფრიკელთან ერთად, "კოლხეთმა" 31 წლის მეკარე კოკა სეფიაშვილიც დაიმატა, რომელიც საქართველოს ნაკრების წევრობის კანდიდატი გახლდათ. სეფიაშვილი ბოლოს "ჩიხურაში" იყო, მანამდე კი უკვე თამაშობდა "კოლხეთში". სეფიაშვილს ნათამაშები აქვს ასევე "გაგრაში", თბილისის "დინამოსა" და რუსთავის "მეტალურგში".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 11 /
საიდან და გამოისყიდეს ყოფილი გუნდიდან კოლოსიდან და დინამოს მიჰყიდეს.
zuria
18:50 18-07-2017
0
კოვტალიუკის წასვლით კოლხეთს როგორ უნდა ეხეირა იჯარით იყო გამოშვებული
Manchester 1
16:49 18-07-2017
0

სიახლეები პოპულარული