"ფაქტი ფაქტად რჩება - მეორე მატჩში "სამტრედია" "ყარაბაღზე" უკეთესი იყო!"

AutoSharing Option
18 ივლისს, "ყარაბაღთან" განცდილი მარცხის (0:1) შემდეგ, "სამტრედიას" კაპიტანმა გიორგი დათუნაიშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

- სამტრედია-ყარაბაღი 0:1 - ერთი გამარჯვება ოცნებად დაგვრჩა... [VIDEO]

"ძალიან გვინდოდა საპასუხო მატჩის მოგება, მაგრამ, სამწუხაროდ, ამჯერადაც დავმარცხდით. გულშემატკივარი ნახავდა, რომ მოსაგებად ყველაფერი გავაკეთეთ. ის, რომ ვერ მოვიგეთ, შეგვიძლია უიღბლობასაც დავაბრალოთ. მეტოქეს კარში არ დაურტყავს და ისე მოგვიგო...

"ყარაბაღი" ძალიან ძლიერი გუნდია და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრის კანდიდატიცაა. დღეს ვაჯობეთ და ეს შეიძლება პირველი მატჩის ანგარიშიდანაც გამომდინარეობდა, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება - მეორე მატჩში "სამტრედია"
"ყარაბაღზე" უკეთესი იყო!", - თქვა დათუნაიშვილმა.
მკითხველის კომენტარები / 38 /
მწვრთნელს რა განათლებაც აქვს იმ ფეხბურთს ათამაშებს.
გულშემატკივარი იღებს იმას რასაც იმსახურებს
24 ივლისი 2017 13:03
0
კარგი ვეხბურთელი ხარ მაგრამ ისე დაიღალე არ იცი რას ლაპარაკობ. სეროიზულ გუნდს რომ შეხვედროდით იქ რა მოგივიდოდათ...
1,2,3,5,8...
21 ივლისი 2017 11:59
0
თავს რატომ იქნებტ როცა აგებთ და შედეგბი არ გაქვთ, როცა წააგე და როცა კატასტროპულ დგეში ხართ თვით რომ ფინასები არ გაქვთ და მაგიტომ ვერ თამაშობთ და ვერ ითამაშებთ სანამ ფული არ გექნებათ ეგ უნდა არიაროთ და ნუ იტყუებთ თავს დებილებივით
xxx
20 ივლისი 2017 16:48
1
ამათ მართლა უცოდინარები ვგონივართ,ეს ყველაზე მეტად რბილად ნათქვამია.ასეთი განცხადების გაკეთება იმ გუნდის კაპიტნისგან,რომელმაც 6 გოლი გაუშვა და თვითონ ერთიც ვერ გაუტანა მოწინააღმდეგეს,უბრალოდ თავხედობაა და გულშემატკივრისთვის თვალებში ნაცრის შეყრა.თან აგებ ისეთ გუნდთან,რომლის ოსტატობა საშუალო ევროპულ დონეზაც ვერ უტოლდება და გვეუბნება,რომ გრანდიაო..ჯგუფურ ეტაპზე მოხვდებაო.სატირალია...იმის გამო,რომ ასეთი აზროვნებით ვერ განვითარდება ქართული ფეხბურთი.აზერბაიჯანის დონემდე მისვლაც სანატრელი გაგვიხდება.
ლერი
20 ივლისი 2017 13:21
1
ტიპი დანაყილ, დასისხლიანებული ცხვირპირით ბრუნდება სახლში,ცოლი შეიცხადებს,ვინ დაგასისხლიანა ასე საყვარელო.ეგ რა არის,შენ მისი ფეხსაცმელები უნდა გენახა საყვარელო,თავი მოიწონა ტიპმა.
სოსო
20 ივლისი 2017 13:20
0
ვაი თქვენ კიარა ვაი ჩვენ ! :))
ომი რო მომვიგეთ იმ სერიიდან
20 ივლისი 2017 12:38
0
ასეთ მენტალიტეტით! ასეთი მიდგომით ! ..ორი მატჩის ჯამში რო გუნდი 6:0 წააგებ და კიდე იტყვი მეორე თამაშში ვჯობდითო ! ან ქართველ გულშემატკივარზე ცინიკურ კომენტარს გააკეტებ ეე მანდ გვერხევა ზუსტად. ასეთი მენტალიტეტით და სეთი მიდგომით შორს ვერ წავაააალთ!
ვაიჰჰ
20 ივლისი 2017 12:36
1
,,თქვენ ქართველები არა ხართ!
თამაშობთ -- ქართველობანას!"
ახალ თაობას! (ყველა სფეროში)
20 ივლისი 2017 11:56
0
ამათ თავი შემდეგ ეტაპზე გასულები ხომ არ გონიათ? ვაი თქვენს პატრონს! სირცხვილია რა?
ლუკა
20 ივლისი 2017 10:27
1
ფაქტი ფაქტად დარჩება ისტორიას რომ ერთი დიდი 0 ხართ! (და ამასთან უსირცხვილოებიც ფეხბურთელებიან-მწვრთნელიანად)
Dato
20 ივლისი 2017 10:13
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული