თბილისის "ლოკომოტივმა" 3 ფეხბურთელი დაიმატა და 1 გაუშვა

AutoSharing Option
თბილისის "ლოკომოტივს" სამი ახალწვეული ჰყავს. კლუბთან კონტრაქტი გიორგი გოროზიამ, ლევან ქურდაძემ და ლაშა გვალიამ გააფორმეს. გოროზიასა და ქურდაძის ხელშეკრულება წელიწადნახევრიანია, გვალიასთან კი ერთწლიანი კონტრაქტი გაფორმდა.

გიორგი გოროზია

Sportall.Ge

ნორვეგიული "სტაბეკის" ყოფილი წევრი, გიორგი გოროზია "ლოკომოტივს" გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და 23 ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

2014 წელს, იგი "სტაბეკში" სწორედ "ლოკომოტივიდან" გადავიდა. გასული სეზონის მეორე ნახევარი, გოროზიამ აზერბაიჯანულ "ზირაში" გაატარა, სადაც 5 მატჩში მიიღო მონაწილეობა. "ზირამ" ჩემპიონატი მეოთხე პოზიციაზე დაასრულა და უეფას ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა.

რაც შეეხება "სტაბეკს"
- გოროზიამ, ნორვეგიული კლუბის მაისურით, 53 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.

"ლოკომოტივის" მაისურით, გოროზიას 54 მატჩში 18 გოლი აქვს გატანილი. გიორგი იყო საქართველოს 17 წლამდე ნაკრების წევრი. 2012 წელს, ვასილ მაისურაძის ხელმძღვანლობით, აღნიშნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში ითამაშა.

საქართველოს 19 წლამდე და 21 წლამდე ნაკრების შემადგენლობაში, გოროზიას 6-6 მატჩი აქვს ჩატარებული.

ლევან ქურდაძე

Sportall.Ge
26 წლის ცენტრალური მცველი "ლოკომოტივში" "გაგრადან" გადავიდა. უკანასკნელი სამი წლის მანძილზე, "გაგრას" სწორედ ქურდაძე კაპიტნობდა. აღნიშნული კლუბის შემადგენლობაში, მან 43 მატჩი ჩაატარა და 8 გოლი გაიტანა.

ქურდაძე, სხვადასხვა დროს, ლანჩხუთის "გურიაში", "ცხინვალსა" და "ზუგდიდში" თამაშობდა, პრეფესიონალური კარიერა კი 2010 წელს, თბილისის "ლოკომოტივში" დაიწყო.

ქურდაძე "ლოკომოტივში" 44-ე ნომრით იასპარეზებს.

ლაშა გვალია

Sportall.Ge
25 წლის ნახევარმცველმა პროფესიონაური კარიერა ფოთის "კოლხეთი 1913-ში" დაიწყო. აღნიშნული კლუბის მაისურით, მან 2010/2012 წლებში ითამაშა. შემდეგ იყო გორის "დილას" წევრი, სადაც გიორგი დევდარიანის ხელმძღვანელობით თამაშობდა.

2014/2014 წლების სეზონი გვალიამ ეკატერინბურგის "ურალში" გაატარა, შემდეგ კი საქართელოს იმდროინდელ ვიცე-ჩემპიონ "ზესტაფონში" გადავიდა.

სხვადასხვა დროს იგი საჩხერის "ჩიხურასა" და ბოლნისის "სიონის" წევრიც იყო, უკანასკნელად კი ეროვნული ლიგა 2-ს წევრ "ცხინვალში" თამაშობდა.

გვალიამ "ლოკომოტივთან" ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა და ის 78-ე ნომრით ითამაშებს.

გულვერდ თომაშვილი

ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, კლუბი გულვერდ თომაშვილმა დატოვა, რომელიც კარიერას ბოლნისის "სიონში" განაგრძობს. "ლოკომოტივი" მადლობას უხდის მას გაწეული სამუშაოსთვის და ახალ კლუბში წარმატებას უსურვებს.


მომზადებულია fcloco.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული