23 წლის თავდამსხმელი თბილისურ კლუბში 2015 წელს ჩაირიცხა და გარდამავალ ჩემპიონატში "საბურთალოს" ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშეც იყო, მაგრამ წლეულს ჩატარებული 16 შეხვედრიდან მხოლოდ 5 მატჩი ითამაშა და 2 გოლი გაიტანა.
ხელშეკრულების ვადა რომ ამოეწურა, არც "საბურთალოს" შეუთავაზებია კონტრაქტის გახანგრძლივება და თავადაც სხვაგან გადასვლა ისურვა.
"არსად გადავსულვარ და ჯერ ინდივიდუალურად ვემზადები. ველოდები, რომელ კლუბში მიმიწვევენ. სავარაუდოდ, ყველაფერი 10-12 დღეში გაირკვევა", - გვითხრა ფანცულაიამ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"