გიგლა იმნაძე: ლანჩხუთის "გურიამ" საქმე მოთავებულად ნაადრევად ჩათვალა და დაისაჯა

AutoSharing Option
ლანჩხუთის "გურია" ძალიან ახლოს იყო, უმაღლესი ლიგის საგზური მოეპოვებინა, მაგრამ პლეი აუტში პირველ ტურებში დაწინაურებულმა გურულებმა ბოლო ტურებში "დაამუხრუჭეს" და მომავალ სეზონში კვლავ პირველ ლიგაში იასპარეზებენ.

"ყველაზე მტკივნეული ისაა, როდესაც ყველას ეგონა, უმაღლეს ლიგაში ვბრუნდებოდით, მაგრამ ბოლო ტურში "ვიტ ჯორჯიამ" დამსახურებულად მოგვიგო და ჩვენს იმედებს ცივი შხაპი გადაასხა.

ასე მგონია, რომ კარგი სტარტის შემდეგ ფეხბურთელებმა ნაადრევად ჩათვალეს, რომ უმაღლესის საგზური გარანტირებული გვქონდა, მოეშვნენ და ამის გამო მკაცრად დავისაჯეთ.

ფეხბურთი მოდუნებას არავის პატიობს. სანამ საქმე მოთავებული არ არის, ბოლომდე უნდა იბრძოლო"
,
- ამბობს "გურიის" მთავარი მწვრთნელი გიგლა იმნაძე.

ლანჩხუთის სტადიონის რეკონსტრუქციის ამბავი დააახლოებით ისევეა, როგორც ცნობილ ანეკდოტში - თუ კარგად მოიქცევით, აუზში წყალს ჩაგისხამთო.

ახლა გუნდში გაურკვევლობაა, რადგან "ცუდად მოიქცნენ", უმაღლესში ვერ დაბრუნდნენ და არ იციან, ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონს, დაპირებისამებრ, განაახლებენ თუ ისევ დღევანდელ, სავალალო მდგომარეობაში იქნება.

ფაქტია, რომ სტადიონის განახლება გუნდის უმაღლეს ლიგაში გადასვლაზე იყო დამოკიდებული.

"ვიცი, რომ ძველის ადგილზე ახალი სტადიონის აშენება სურდათ და შესაბამის პროექტსაც ამზადებდნენ, მაგრამ წარმოდგენა არ მაქვს, უმაღლესში რომ ვერ გადავედით, ეს ჩანაფიქრი განხორციელდება თუ არა და თუ დაამტკიცეს, როდის დაიწყება სამუშაოები, არც ამაზე ვფლობ ინფორმაციას", - გვპასუხობს იმნაძე.

გიგლა იმნაძე: ნაადრევად დავმშვიდდით (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ
ლანჩხუთის "გურიის" ფანკლუბი სფფ-ს უმაღლესში დაბრუნებას სთხოვს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული