დაახლოებით რა ბიუჯეტი ექნება "დილას" 2012/13 წლების სეზონისთვის, კულუარებში უკვე გაჟღერდა და ალბათ, კლუბი ამას ოფოციალურადაც მალე დაადასტურებს. რაც მთავარია, საქმეს კარგი პირი უჩანს - "დილა" ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ნორმალურად მოემზადება.
ამასობაში "დილა" დატოვა ლიტველმა თავკაცმა ვალდას ივანაუსკასმა, ვისაც კლუბთან კონტრაქტი დაუსრულდა და ხელშეკრულების გაგრძელება აღარ მოხერხდა.
ივანაუსკასი ამას
"დილაში" გვითხრეს, რომ რამდენიმე დღეში გაირკვევა, თუ ვინ იქნება გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი. ცხადია, ეს იმაზეც იქნება დამოკიდებული, თუ ზუსტად რა ბიუჯეტი შეხვდება "დილას" დამდეგი სეზონისთვის. არ არის გამორიცხული, რომ "დილა" ისევ უცხოელმა გაწვრთნას.
"დილამ" უკვე დაიწყო მოლაპარაკებები ფეხბურთელებთან, რომელთა უმეტესობას, ივანაუსკასის დარად, სეზონის დასრულების შემდეგ დაუმთავრდა კლუბთან კონტრაქტი.
ერთი სიტყვით, "დილა" პრობლემებს თავს აღწევს და ხელახლა იქოქება.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ლევან ყიფიანი: 5 წლის განმავლობაში ფეხბურთში 100 მლნ-ის დახარჯვას ვაპირებთ
ვალდას ივანაუსკასი: საქართველომ უნდა იამაყოს ამ კლუბით!
ევროსეზონი ახლოვდება: რას უმზადებს ქართულ კლუბებს წილისყრა
გია ისიანმა Sportall.ge-ს მკითხველებს უპასუხა [VIDEO]
თვალსაზრისი: ჰერ ვალდასის ქართული ბრძოლები