ცხინვალის "სპარტაკი" ბესიკ ჩიმაკაძესთან და ვახტანგ ფანცხავასთან თათბირობს

AutoSharing Option
ახალი სეზონისთვის ემზადება უმაღლეს ლიგაში დაბრუნებული ცხინვალის "სპარტაკი". უკვე გაუწყეთ, რომ "სპარტაკმა" "დინამო თბილისიდან" იჯარით წაიყვანა 22 წლის შემტევი შუახაზელი გიორგი თექთურმანიძე და სპარტაკელთა დამრიგებელი ვლადიმერ ხაჩიძე კიდევ აპირებს რამდენიმე ფეხბურთელის დამატებას.

"სპარტაკი" მოლაპარაკებას აწარმოებს ბესიკ ჩიმაკაძესთან და ვახტანგ ფანცხავასთან.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი, 24 წლის ჩიმაკაძე ბოლოს "ბათუმში" თამაშობდა. აჭარული გუნდი უმაღლესი ლიგიდან გავარდა და ჩიმაკაძის დარი კვალიფიციური თავდამსხმელი გუნდს იქ ნამდვილად ვერ ჩაყვებოდა.

23 წლის ფანცხავაც ფორვარდია და საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია. ბოლოს პირველი ლიგაში, წყალტუბოს
"სამგურალში" თამაშობდა, თერთმეტ მატჩში ცხრა გოლი გაიტანა.

როგორც ხაჩიძემ გვითხრა, ჩიმაკაძის და ფანცხავას ტრანსფერი ჯერ გადაწყვეტილი არ არის, "სპარტაკი" სხვა ფეხბურთელებითაც აპირებს გაძლიერებასო.

ამასობაში "სპარტაკი" დატოვა ერთმა ფეხბურთელმა - 22 წლის ნახევარმცველი გიორგი ლემონჯავა ხაჩიძის გუნდში აღარ ითამაშებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ვლადიმერ ხაჩიძე: ჩვენი ჩემპიონატი ნაკრებისთვის კონვეიერად ვერ გამოდგება
ვლადიმერ ხაჩიძე: ცხინვალის "სპარტაკის" კოზირი გუნდის ხელწერაა
ვლადიმერ ხაჩიძე: ქომაგი რომ გვყოლოდა, არ დავქვეითდებოდით
ზვიად მეტრეველი: მადლობა პრეზიდენტს, დიმა სანაკოევი სულ გვერდში გვედგა!
ცხინვალის "სპარტაკი" საქართველოს უმაღლეს ლიგას უბრუნდება!
ზვიად მეტრეველი: ფრთხილად უნდა ვითამაშოთ, შანსი კი გვექნება
გიორგი ნადირაძე: ასეთ რამეს არ გავაკეთებდი, მე ჩემი საქმე მაქვს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული