შეგახსენებთ, რომ 26 წლის თავდამსხმელი ბერიაშვილი და 30 წლის მარჯვენაფლანგელი დოლიძე წინა სეზონში ქუთაისის "ტორპედოს" ღირსებას იცავდნენ. მათ "დილასთან" კონტრაქტი ჯერ არ გაუფორმებიათ, თუმცა საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ორივე ტრანსფერი განხორციელდება.
"დილაში" ვარჯიშობს "ზესტაფონიდან" წამოსული 28 წლის განაპირა მცველი თეიმურაზ ღონღაძეც. სისწრაფე, ფლანგზე აგრესიულად თამაში - ღონღაძე ამით გახლავთ გამორჩეული. "ზესტაფონამდე" თამაშობ
გორელების სატრანსფერო საქმიანობა ამით არ შემოიფარგლება. "დილაში" მივიდა 21 წლის თავდამსხმელი კონსტანტინე გაბაშვილიც, ვისაც სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია.
რაც შეეხება მის საკლუბო კარიერას, ბოლოს მოლდოვური "ზიმბრუს" ფეხბურთელი იყო.
ჯერჯერობით არც ღონღაძეს და არც გაბაშვილს "დილასთან" კონტრაქტი არ გაუფორმებიათ, თუმცა, რადგან უკვე ამ გუნდში არიან, ეს იმას უნდა ნიშნავდეს, რომ "დილას" თავკაცის - გიორგი დევდარიანის გემოვნებას აკმაყოფილებენ.
ამასობაში "დილა" საკუთარ სტადიონსაც აწესრიგებს - იქ, სადაც ღორღიანი ადგილები იყო, ასფალტს აგებს და როგორც კლუბში გვითხრეს, სტადიონზე სხვა სამუშაოებიც მიმდინარეობს.
"დილა", სავარაუდოდ, თურქეთში გაივლის შეკრებას.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
გიორგი ბერიაშვილი და გრიგოლ დოლიძე გორის "დილაში"?
როგორი იქნება "დილა"? ბრაზილიელები და გოგიტა გოგუა ხურდაზე არ ითამაშებენ
გორის "დილას" განცხადება დაფინანსებასთან დაკავშირებით
გორის "დილადან" გოგიტა გოგუა და დავით კვირკველია მიდიან?
არამხოლოდ ახალგაზრდული ჟინით - გიორგი დევდარიანი გორის "დილაში"
გორის "დილა" - მოვერცხლილი ისტორია