ლევან ყიფიანი: პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ა­მაც უნ­და აიღოს

AutoSharing Option
17 ივნისს სა­ქარ­თ­ვე­ლოს სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რ­დო­ბის მი­ნის­ტ­რ­მა ლე­ვან ყი­ფი­ან­მა პრეს­კონ­ფე­რენ­ცია გა­მარ­თა. მან ის ან­გა­რი­ში წა­რად­გი­ნა, რო­მე­ლიც შვი­დი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­მი­ნის­ტ­როს მი­ერ გა­წე­ულ საქ­მი­ა­ნო­ბას ასა­ხავს.

ჟურ­ნა­ლის­ტებს დაგ­ვი­რიგ­და პრესრე­ლი­ზი, სა­დაც ამო­იკითხავ­დით შვიდ თვე­ში გა­კე­თე­ბულ საქ­მე­ებს, ოღონ­დაც იქ არა­ფე­რი ეწე­რა ფეხ­ბურ­თ­ზე.

აპ­რი­ლის ბო­ლოს, "ლე­ლოს­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში ლე­ვან ყი­ფი­ან­მა ისიც თქვა, რომ სა­ხელ­მ­წი­ფო საკ­ლუ­ბო ფეხ­ბურთს არ მი­ა­ტო­ვებს და სა­ა­მი­სო პროგ­რა­მა უახ­ლო­ეს ხან­ში გა­მოქ­ვეყ­ნ­დე­ბაო.

პრეს­კონ­ფე­რე­ნ­ცი­ა­ზე მი­ნისტრს სა­ფეხ­ბურ­თო კითხ­ვე­ბიც და­უს­ვეს.

- საკ­ლუ­ბო ფეხ­ბურ­თ­ში შექ­მ­ნილ ვი­თა­რე­ბა­ზე რას გვეტყო­დით?
- ის მდგო­მა­რეო­ბა, რაც დაგ­ვ­ხვ­და, სა­ხარ­ბი­ე­ლო ნამ­დ­ვი­ლად არ ყო­ფი­ლა. კერ­ძო
ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის შე­მოს­ვ­ლა კარ­გი მი­მარ­თუ­ლე­ბა იქ­ნე­ბა, თუმ­ცა ჯერ უნ­და შე­იქ­მ­ნას იმის წი­ნა­პირო­ბა, რომ ეს გან­ხორ­ცი­ელ­დეს. ამ ყვე­ლა­ფერს კი ხე­ლი უნ­და შე­ვუწყოთ.

ჩვენს მე­ზო­ბელ ქვე­ყა­ნა­ში არის სა­ტე­ლე­ვი­ზიო, სა­რეკ­ლა­მო შე­მო­სავ­ლე­ბი საკ­ლუ­ბო ფეხ­ბურ­თის­თ­ვის, თუმ­ცა ყვე­ლა კლუ­ბი არ არის კერ­ძო, მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი კლუ­ბე­ბიც არი­ან. ჩვენ­თან მა­თი და­ფი­ნან­სე­ბა იმი­ტომ ხდე­ბა, რომ გუნ­დე­ბი არ და­ი­შა­ლონ.

- რა ეტაპ­ზეა ამ ყვე­ლაფ­რის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა? რა შე­ღა­ვა­თე­ბი ექ­ნე­ბათ კერ­ძო კლუ­ბებს?
- ყო­ვე­ლი­ვე თან­მიმ­დევ­რუ­ლად უნ­და გა­კეთ­დეს. ვთა­ნამ­შ­რომ­ლობთ ფი­ნან­ს­თა სა­მი­ნის­ტ­როს­თან; არ­სე­ბობს პრო­ექ­ტიც, რო­მე­ლიც მო­ი­ცავს ფი­ნან­სურ შე­ღა­ვა­თებს ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბის მხრივ, მა­გა­ლი­თად, შე­ღა­ვა­თე­ბი კო­მუ­ნა­ლურ გა­და­სა­ხა­დებ­ზე...

- რო­დის გა­მოქ­ვეყ­ნ­დე­ბა ეს პრო­ექ­ტი? ინ­ტე­რესს აღ­ვი­ვებს ის ფაქ­ტიც, რომ გო­რის "დი­ლას" ორი მი­ლი­ო­ნი ლა­რი გა­და­ე­რიცხა, სხვა კლუ­ბებს კი ჯერ არა­ფე­რი. ით­ქ­ვა - "დი­ლას" იმი­ტომ გა­დას­ცეს ეს თან­ხა, რომ გუნდს ევ­რო­ტურ­ნირ­ზე უწევს გა­მოს­ვ­ლაო, თუმ­ცა, "დი­ლას" გარ­და, წლე­ვან­დელ ევ­რო­სარ­ბი­ელ­ზე კი­დევ სა­მი გუნ­დი ითა­მა­შებს...

- ეს არას­წო­რი თე­მაა, დახ­მა­რე­ბას ყვე­ლა სა­ბი­უ­ჯე­ტო კლუ­ბი იღებს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი­დან. დახ­მა­რე­ბა უნ­და იყოს თა­ნას­წო­რო­ბის დაც­ვით, რო­გორც სა­ბი­უ­ჯე­ტო, ასე­ვე კერ­ძო კლუ­ბე­ბის­თ­ვის.

ცუ­დი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა ჩა­ვი­ბა­რეთ - გა­ბე­რი­ლი ბი­უ­ჯე­ტი, თან­ხის არას­წო­რად ხარ­ჯ­ვა... ამ მდგო­მა­რე­ო­ბი­დან უნ­და გა­მო­ვი­დეთ და შე­სა­ბა­მის პრო­ექ­ტ­ზეც ამის­თ­ვის ვმუ­შა­ობთ.

ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ა­მაც უნ­და აიღოს პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა, მა­საც ეკის­რე­ბა რა­ღა­ცე­ბი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მოხდა თუ არა ნოდარ ხადურსა და ლევან ყიფიანს შორის ფარული გარიგება?
ისევ ორომტრიალი - ხელი საით უნდა გავიშვიროთ?
ლევან ყიფიანი: წელსვე დაფინანსების ილუზია არავის შეიძლება ჰქონდეს
სკანდალი: საქართველოს ჩემპიონატს 8 კლუბი განუდგა!
ლევან ყიფიანის სკანდალური განცხადება გარიგებულ მატჩებზე
ლევან ყიფიანი: 5 წლის განმავლობაში ფეხბურთში 100 მლნ-ის დახარჯვას ვაპირებთ
მკითხველის კომენტარები / 3 /
წადიშ ენი რა ეს ახვრი რებს ლაპრაკობს აბა გორს 2 მლიონი სხვებს 1 ტიც არა?
ikaman
21:32 18-06-2013
0
ბატონო მინისტრო.ზონდერი რატომ დანიშნეთ მტავარ მრწვტნელად?კრივში,ეს დათო წიკლაურია სირცხვილი სპორტის სამინისტროს.http://www.youtube.com/watch?v=GSs-9LtPtv4
devi
19:38 18-06-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული