ჟურნალისტებს დაგვირიგდა პრესრელიზი, სადაც ამოიკითხავდით შვიდ თვეში გაკეთებულ საქმეებს, ოღონდაც იქ არაფერი ეწერა ფეხბურთზე.
აპრილის ბოლოს, "ლელოსთან" ინტერვიუში ლევან ყიფიანმა ისიც თქვა, რომ სახელმწიფო საკლუბო ფეხბურთს არ მიატოვებს და საამისო პროგრამა უახლოეს ხანში გამოქვეყნდებაო.
პრესკონფერენციაზე მინისტრს საფეხბურთო კითხვებიც დაუსვეს.
- საკლუბო ფეხბურთში შექმნილ ვითარებაზე რას გვეტყოდით?
- ის მდგომარეობა, რაც დაგვხვდა, სახარბიელო ნამდვილად არ ყოფილა. კერძო
ჩვენს მეზობელ ქვეყანაში არის სატელევიზიო, სარეკლამო შემოსავლები საკლუბო ფეხბურთისთვის, თუმცა ყველა კლუბი არ არის კერძო, მუნიციპალური კლუბებიც არიან. ჩვენთან მათი დაფინანსება იმიტომ ხდება, რომ გუნდები არ დაიშალონ.
- რა ეტაპზეა ამ ყველაფრის განხორციელება? რა შეღავათები ექნებათ კერძო კლუბებს?
- ყოველივე თანმიმდევრულად უნდა გაკეთდეს. ვთანამშრომლობთ ფინანსთა სამინისტროსთან; არსებობს პროექტიც, რომელიც მოიცავს ფინანსურ შეღავათებს ინფრასტრუქტურის განვითარების მხრივ, მაგალითად, შეღავათები კომუნალურ გადასახადებზე...
- როდის გამოქვეყნდება ეს პროექტი? ინტერესს აღვივებს ის ფაქტიც, რომ გორის "დილას" ორი მილიონი ლარი გადაერიცხა, სხვა კლუბებს კი ჯერ არაფერი. ითქვა - "დილას" იმიტომ გადასცეს ეს თანხა, რომ გუნდს ევროტურნირზე უწევს გამოსვლაო, თუმცა, "დილას" გარდა, წლევანდელ ევროსარბიელზე კიდევ სამი გუნდი ითამაშებს...
- ეს არასწორი თემაა, დახმარებას ყველა საბიუჯეტო კლუბი იღებს მუნიციპალიტეტიდან. დახმარება უნდა იყოს თანასწორობის დაცვით, როგორც საბიუჯეტო, ასევე კერძო კლუბებისთვის.
ცუდი მემკვიდრეობა ჩავიბარეთ - გაბერილი ბიუჯეტი, თანხის არასწორად ხარჯვა... ამ მდგომარეობიდან უნდა გამოვიდეთ და შესაბამის პროექტზეც ამისთვის ვმუშაობთ.
ფეხბურთის ფედერაციამაც უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, მასაც ეკისრება რაღაცები.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
მოხდა თუ არა ნოდარ ხადურსა და ლევან ყიფიანს შორის ფარული გარიგება?
ისევ ორომტრიალი - ხელი საით უნდა გავიშვიროთ?
ლევან ყიფიანი: წელსვე დაფინანსების ილუზია არავის შეიძლება ჰქონდეს
სკანდალი: საქართველოს ჩემპიონატს 8 კლუბი განუდგა!
ლევან ყიფიანის სკანდალური განცხადება გარიგებულ მატჩებზე
ლევან ყიფიანი: 5 წლის განმავლობაში ფეხბურთში 100 მლნ-ის დახარჯვას ვაპირებთ