ნუკრი რევიშვილი გორის "დილაში"?

AutoSharing Option
გორის "დილას" ორჯერადი ვარჯიშები აქვს და დამდეგი სეზონისთვის სელექციას აგრძელებს. გუნდთან ერთად ვარჯიში დაიწყო ნუკრი რევიშვილმა, ვისაც საქართველოს ნაკრებში 18 მატჩი აქვს ჩატარებული.

26 წლის მეკარე ბოლოს რუსული "კრასნოდარის" ფეხბურთელი იყო.

"დილაშია" საჩხერის "ჩიხურადან" წამოსული 33 წლის ნახევარმცველი დავით ბოლქვაძეც.

გიორგი დევდარიანის გუნდში ერიკ გაბარაევიც მისულა, ვისაც თამარაშენის "ლიახვშიც" უთამაშია, ბოლოს კი რუსეთის ქვედალიგელ "სტავროპოლში" ირიცხებოდა.

ამ და სხვა ახალწვეულების "დილაში" ჩარიცხვა ჯერ გადაწყვეტილი არ არის, მოლაპარაკება მიმდინარეობს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"კრასნოდარმა" ნუკრი რევიშვილს კონტრაქტი შეუწყვიტა
გორის
"დი­ლა­ში" თეიმურაზ ღონ­ღა­ძე და კონსტანტინე გა­ბაშ­ვი­ლიც გა­მოჩ­ნ­დ­ნენ

არამხოლოდ ახალგაზრდული ჟინით - გიორგი დევდარიანი გორის "დილაში"
გორის "დილა" - მოვერცხლილი ისტორია
მკითხველის კომენტარები / 1 /
კოკაიას ჯიბრზე ძლიერდება გორი. წინ ქართული ფეხბურთი. ბრავო ბატონო ნოდარ.
vasilich
12:23 20-06-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული