ზვიად სიჭინავას სჯერა, რომ საქართველოს ჩემპიონატში "ზესტაფონი" ითამაშებს

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა აცხადებს, რომ საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" პრობლემებს იზიარებს.

ამის შესახებ ზვიად სიჭინავამ ჟურნალისტებს ფეხბურთის ფედერაციის ყრილობის დაწყებამდე განუცხადა.

"სირცხვილია ის, რომ გუნდი, რომელიც ღირსეულად სპორტული პრინციპით არის უმაღლეს ლიგაში, ახლა აღარ უნდა იყოს", - განაცხადა სიჭინავამ.

მისივე თქმით, მათ ზესტაფონის მუნიციპალიტეტს ორი წერილი მისწერეს. როგორც სიჭინავა აცხადებს, მას სჯერა, რომ მუნიციპალიტეტი და კლუბის მფლობელი ილია კოკაია გადაწყვეტილებას მიიღებენ და საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ჩემპიონატში ეს გუნდი თამაშს გააგრძელებს.

"ეს არის ლიდერი გუნდი, ჰქონდა კარგი შედეგები და
ორჯერ იყო საქართველოს ჩემპიონი. სოლიდარობა უნდა იყოს "ზესტაფონის" მიმართ",
- განაცხადა ზვიად სიჭინავამ.

interpressnews.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული