დაამტკიცეს, რომ პირველი ლიგის "ა" და "ბ" ზონებში 14-14 გუნდი ითამაშებს, ტურნირი კი ორ წრედ ჩატარდება.
"ა" ზონა
1. "კოლხეთი" (ფოთი)
2. "დინამო 2" (თბილისი)
3. "შუქურა" (ქობულეთი)
4. "გაგრა"
5. "მეშახტე" (ტყიბული)
6. "ალგეთი" (მარნეული)
7. "იმერეთი" (ხონი)
8. "მერცხალი" (ოზურგეთი)
9. "სქური" (წალენჯიხა)
10. "ჩხერიმელა" (ხარაგაული)
11. "ადელი" (ბათუმი)
12. "კახეთი" (თელავი)
13. "ლიახვი" (თამარაშენი)
14. "საპოვნელა" (თერჯოლა)
"ბ" ზონა
2. "ლოკომოტივი" (თბილისი)
3. "სასკო" (თბილისი)
4. "კოლხეთი" (ხობი)
5. "სამტრედია"
6. "სამგურალი" (წყალტუბო)
7. "ჭიათურა"
8. სტუ (თბილისი)
9. "ბეთლემი" (ქედა)
10. "სულორი" (ვანი)
11. "მაჭახელა" (ხელვაჩაური)
12. "საბურთალო" (თბილისი)
13. "დილა 2" (გორი)
14. "ბახმარო" (ჩოხატაური)
ლიგაში რამდენიმე ახალი კლუბია: თელავის "კახეთი", თერჯოლის "საპოვნელა", ჩოხატაურის "ბახმარო", ხელვაჩაურის "მაჭახელა" და "საბურთალო" - ეს უკანასკნელი ძლიერი საფეხბურთო სკოლაა და ძალების მოსინჯვა დიდებში გადაწყვიტა.
ეს კარგია, მაგრამ მოხდა მოულოდნელი რამ: სოხუმის "დინამო", რომელსაც დაფინანსებას შეპირდნენ და რაზეც "ლელო" წერდა, ფინანსური გარანტიების არქონის გამო პირველ ლიგაში არ დაუშვეს.
რა მოხდა, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი, მაგრამ ფაქტია - ეს საქართველოს დიდი სირცხვილია.
საინტერესოა, რომ ამ სეზონის შემდეგ ზონებში გამარჯვებულები უმაღლეს ლიგაში პირდაპირ ვერ გადავლენ: ტურნირის დასრულების შემდეგ გაიმართება 4-გუნდიანი მინი-ტურნირი, სადაც ჯგუფებში I-II ადგილებზე გასული გუნდები ითამაშებენ, დაწინურების უფლებას კი ამ ტურნირის I-II-ადგილოსნები მიიღებენ.
უმაღლესი ლიგიდან განსახილველი ბევრი საკითხი არ ყოფილა: მთავარი იყო, მიეცათ თუ არა "ზუგდიდისთვის" ლიგაში თამაშის უფლება. საქმე ისაა, რომ დასრულებულ სეზონში, თურმე, გუნდს 1,5-მილიონიანი წლიური ბიუჯეტი დაუმტკიცეს, მაგრამ შუა წლისთვის თანხა სრულად ათვისებულია და ამჟამად კლუბს სახსრები არ გააჩნია.
საბოლოოდ, "ზუგდიდი" ლიგაში დაუშვეს, რადგან გარანტია, როგორც თქვეს, მინისტრმა მისცათ, რომ გუნდს 700 ათას ლარს ჩაურიცხავს. მაგრამ რომელმა მინისტრმა, არ დააკონკრეტეს - სავარაუდოდ, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა, რომელიც 16 ივლისს ამ საკითხზე სამსჯელოდ ზუგდიდს ესტუმრა.
ბოლოს კი 1996-97 წლებში დაბადებულთა ჭაბუკთა ლიგაში ერთი წლით უფროსების დაშვების საკითხი განიხილეს. არგუმენტი ასეთი იყო - ამ ასაკში ბევრი მოთამაშე იკარგება. ამის გათვალისწინებით, აღმასკომმა წინადადება მიიღო და 1996-97 წლებში დაბადებულთა ტურნირზე სამი 1995 წელს დაბადებული ფეხბურთელი ითამაშებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"