8 აგვისტოს გუნდი მხოლოდ ვარჯიშით არ შემოფარგლულა - სამტრედიაში, "ეროსი მანჯგალაძეზე", დუბლებთან ტესტ-მატჩი გამართა. ორი 30-წუთიანი ტაიმი 0:0 დასრულდა.
მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში "მერანმა" 4 ამხანაგური მატჩი გამართა - "მაჭახელასთან" (ბათუმი) 4:2, "სუმგაითთან" (აზერბაიჯანი) 1:2, "სამგურალთან" (წყალტუბო) 4:3, "დინამოსთან" (ბათუმი) 0:1 და ასევე 0:1 "ზუგდიდთან" გასვლით ამხანაგურ შეხვედრაში.
შეგახსენებთ, რომ მალხაზ ჟვანიას გუნდი ჩემპიონატს სერიოზული ცვლილებებით ხვდება. გუნდიდან წავიდნენ ვალერი თომაშვილი, მიხეილ მუჯირიშვილი, თევდორე ლურსმანაშვილი, ბერდია შარვაძე, მამუკა ტორონჯაძე, გაგა გუგუნაშვილი და ბექა ზაქრაძე.
თუმცა
"მერანი" საშინაო შეხვედრებს არა მარტვილის ცენტრალურ არენაზე, არამედ სამტრედიის ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე გამართავს, რადგან მარტვილის სარბიელს ფეხბურთის ფედერაციამ ლიცენზია გაუუქმა.
მალხაზ ჟვანია ("მერანის" მთავარი მწვრთნელი): "სამწუხაროდ, მიზეზთა გამო, ურეკში მოსამზადებელი ეტაპის გავლა ვერ შევძელით.
ძირითადად მარტვილში არსებულ მოედნებსა და სამტრედიაში გვიწევდა ვარჯიში. ამის მიუხედავად, ვფიქრობ, ჩემპიონატში ღირსეულად გამოვალთ.
ჩვენი მიზანი ამჯერადაც საუკეთესო ექვსეულში მოხვედრა იქნება. რაც შეეხება სტადიონთან დაკავშირებულ პრობლემას, დაპირებები კი არის, მაგრამ სამუშაოები ჯერ არ დაწყებულა. მომავალს იმედიანად ვუყურებთ".
აქვე შეგახსენებთ, რომ ეროვნული ჩემპიონატის პირველ მატჩში "მერანი" 10 აგვისტოს ცხინვალის "სპარტაკს" უმასპინძლებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"