პირველივე სახიფათო მომენტი გოლით დასრულდა - თორნიკე აფციაურმა მარცხენა ფლანგიდან ჯარიმა ჩააწოდა, ლადო ახალაიამ თავური დაახვედრა, ვიტჯორჯიელთა მეკარე ნიკა დაუშვილს კი, ალბათ, ეგონა, რომ არცთუ ძლიერად დარტყმული კარიდან განზე წავიდოდა, მაგრამ ბურთი ჯერ ძელს მოხვდა და ისე შევარდა "ვიტ ჯორჯიას" კარში.
სტუმრებმა ჯიქურ მოინდომეს პასუხის გაცემა და ლევან კუხალეიშვილმა ოციოდე მეტრიდან ააცილა მიზანს.
ამის შემდეგ გიორგი კორიფაძემ მარჯვენა ფლანგიდან
მოედნის ცენტრში შმაგი ბრძოლა გაჩაღდა, ხშირი იყო ორთაბრძოლები, მიკროტრავმები და წვრილ-წვრილი ჯარიმები. ანგარიშის გაზრდის შანსი ჰქონდა "სიონს", როცა დაუშვილმა წინ კარგად ვერ გაგზავნა ბურთი და ის ახალაიამ ჩაჭრა, ბოლნისელთა ფორვარდი ხელსაყრელ სიტუაციაში აღმოჩნდა, თუმცა დაუშვილმა სწრაფადვე გამოასწორა შეცდომა და თავდამსხმელს ბურთი აართვა.
"ვიტ ჯორჯია" არ ცხრებოდა. კორიფაძემ კარგად შეუტია მარჯვენა ფლანგიდან, ჩინებულ რეიდს კარის გასწვრივ კარგი ჩაწოდებაც მიაყოლა, ვიტელთა კაპიტანმა გიორგი ჯანელიძემ კი ერთი შეხებით მოინდომა კარის აღება, თუმცა მერლანმა ურთულესი ბურთი მოიგერია.
აქედან ცოტა ხანში, ჯანელიძის აქტიურობის შედეგად, გიორგი ჯავაშვილი მარცხნიდან შეიჭრა "სიონის" საჯარიმოში, მაგრამ დარტყმა არ გამოუვიდა - ბურთი აეჭრა.
შესვენების შემდეგ "ვიტ ჯორჯია" კიდევ უფრო მონდომებული ჩანდა, მაგრამ საგოლე მომენტების შექმნას ვერ ახერხებდა.
თამაშს დაძაბულობა მოემატა - "სიონი", ცოტა არ იყოს, ანერვიულდა, მწყობრი თამაში არ გამოსდიოდა.
"ვიტ ჯორჯიას" დამრიგებელმა ზურაბ ბერიძემ მოედანზე ირაკლი ღიბრაძე შეუშვა. ამ ნახევარმცველს კარგი დარტყმა აქვს და ამით არაერთხელ გამოდგა კიდეც "ვიტ ჯორჯიას".
ასე მოხდა 13 სექტემბერსაც - ღიბრაძემ ჯერ ჯარიმა მოიპოვა, მერე ლაშა კასრაძემ დაუგორა და ოცდახუთიოდე მეტრიდან ისეთი დააქუხა, ბურთი "ცხრიანში" გაახვია.
"სიონს" ფრე არ აძლევდა ხელს და შეუტია. დაწინაურების შესაძლებლობაც შეიქმნა - გიორგი ბიბილეიშვილმა ვიტელთა საჯარიმოში მყოფ კოკა მიკუჩაძეს დაუგორა, რომელსაც დარტყმა არ გამოუვიდა.
შეხვედრის მიწურულს ბოლნისელებმა არა ერთი კუთხური ჩააწოდეს, მაგრამ აქედან სახეირო ვერაფერი გამოადნეს.
სატურნირო ცხრილი
ბომბარდირები:
გ. დოლიძე (დილა) 3
დ. ტატანაშვილი (ჩიხურა) 3
ლ. ახალაია (სიონი) 3
ი. ქობალია (ზესტაფონი) 3
გამოტოვებული მატჩები
17 სექტემბერი
დინამო (თბ)-სპარტაკი
ტორპედო-დილა
VI ტური
21 სექტემბერი
ჩიხურა-დილა
გურია-მეტალურგი
ზუგდიდი-ტორპედო
მერანი-სიონი
სპარტაკი-ზესტაფონი
ვიტ ჯორჯია-დინამო (თბ)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"