თითოეული ეს ფეხბურთელი საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების წევრი იყო. ეს ბიჭები ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ჩემპიონები გახდნენ. მათ შორის ერთ-ერთი ალექსი ბენაშვილი იყო.
ნიჭიერი მარჯვენა მცველი, უკან საიმედო თამაშის გარდა, შეტევებშიც ეფექტურად ერთვებოდა, მისი საჯარიმო დარტყმები კი პენალტივით ძნელი მოსაგერიებელი იყო. 17-წლამდელთა ნაკრებში კარგი გამოსვლის შედეგად, ბენაშვილი
რატომ ჩაიშალა ეს გარიგება, უცნობია, მაგრამ ფაქტია - ალექსი საქართველოში დარჩა...
19 წლიდან ბენაშვილმა "ზესტაფონის" შემადგენლობაში დაიმკვიდრა ადგილი და 2009/10 წლების სეზონში, სათასო მატჩების ჩათვლით, 34 შეხვედრა ჩაატარა. განსაკუთრებით შთამბეჭდავად მან ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე, "ბრიუგეს" წინააღმდეგ ითამაშა - შეცვლაზე შესულმა თამაში გამოაცოცხლა და ბელგიურ გრანდთან ჩვენმა ჩემპიონმა ფრედ (3:3) რომ ითამაშა, ამაში საკმაოდ დიდი წვლილიც გაიღო.
მაგრამ 2011 წლის ბოლოდან, "ზესტაფონის" შემადგენლობაში ის იშვიათად ჩნდებოდა, გასულ სეზონში კი ამ გუნდის ფორმა სულ 12-ჯერ მოირგო. წლეულს ის არც განაცხადში გამოჩენილა. როცა ბენაშვილის ბედით დავინტერესდით, აღმოჩნდა, რომ... კარიერა დაასრულა.
რატომ და რისთვის, არ ვიცით, მაგრამ 24 წლის ასაკში ასეთი ნიჭიერი მოთამაშის ფეხბურთიდან წასვლა ნამდვილად დასანანია. ჩვენ არც ისეთი მდიდრები ვართ, ტალანტებს ასე იოლად რომ შეველიოთ...
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"