ალექსი ბენაშვილმა კარიერა დაასრულა

AutoSharing Option
2005 წელს "თბილისი" დაშლის პირას იყო მისული, "ზესტაფონი" კი ძალას იკრებდა. იმერულ კლუბში თბილისელთა ყოფილი დამრიგებელი კობა ჟორჟიკაშვილი გადავიდა და 6 გამორჩეული ახალგაზრდა მოთამაშეც წაიყვანა, რაც ამ გუნდებს შორის პატარა საფეხბურთო ომის წინაპირობა გახდა.

თითოეული ეს ფეხბურთელი საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების წევრი იყო. ეს ბიჭები ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ჩემპიონები გახდნენ. მათ შორის ერთ-ერთი ალექსი ბენაშვილი იყო.

ნიჭიერი მარჯვენა მცველი, უკან საიმედო თამაშის გარდა, შეტევებშიც ეფექტურად ერთვებოდა, მისი საჯარიმო დარტყმები კი პენალტივით ძნელი მოსაგერიებელი იყო. 17-წლამდელთა ნაკრებში კარგი გამოსვლის შედეგად, ბენაშვილი
"მარსელის" სელექციონერებმა შენიშნეს და იწვევდნენ კიდეც.

რატომ ჩაიშალა ეს გარიგება, უცნობია, მაგრამ ფაქტია - ალექსი საქართველოში დარჩა...

19 წლიდან ბენაშვილმა "ზესტაფონის" შემადგენლობაში დაიმკვიდრა ადგილი და 2009/10 წლების სეზონში, სათასო მატჩების ჩათვლით, 34 შეხვედრა ჩაატარა. განსაკუთრებით შთამბეჭდავად მან ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე, "ბრიუგეს" წინააღმდეგ ითამაშა - შეცვლაზე შესულმა თამაში გამოაცოცხლა და ბელგიურ გრანდთან ჩვენმა ჩემპიონმა ფრედ (3:3) რომ ითამაშა, ამაში საკმაოდ დიდი წვლილიც გაიღო.

მაგრამ 2011 წლის ბოლოდან, "ზესტაფონის" შემადგენლობაში ის იშვიათად ჩნდებოდა, გასულ სეზონში კი ამ გუნდის ფორმა სულ 12-ჯერ მოირგო. წლეულს ის არც განაცხადში გამოჩენილა. როცა ბენაშვილის ბედით დავინტერესდით, აღმოჩნდა, რომ... კარიერა დაასრულა.

რატომ და რისთვის, არ ვიცით, მაგრამ 24 წლის ასაკში ასეთი ნიჭიერი მოთამაშის ფეხბურთიდან წასვლა ნამდვილად დასანანია. ჩვენ არც ისეთი მდიდრები ვართ, ტალანტებს ასე იოლად რომ შეველიოთ...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ალბათ იმიტომ რომ საქართველოსი ფეხბურტს გასაქანი არ აქვს და უცხოეთში გასვლის შანსი ყველას არ აქვს და აზრი ამ საქართველოში ფეხბურთის მიტხარიტ რა, გუნდენი არის 3 ტვიანები და ყველა ფეხბურთელი იქეთ აქეთ დაანწალებს და კითხულობთ რატომ დაასრულაო ალბატ უნდა ცხოვრებაში რამე რეალურში ეძიოს გამოსავალი ეს ქარტული ხომ რაგაც არარეალური სფეროა


saba
18:32 03-12-2013
0
ვწუხვარ მახსოვს ეს ბიჭი ვინმემ დაარწმუნეთ და უთხარით რომ ჯერ კიდევ წინ აქვს მომავალი . შეიძლება მას უბრალოდ ჭირდება არამიანი ვინც ეტყვის რჩევას ცუდი ფაქტია
roni
00:42 04-12-2013
0

სიახლეები პოპულარული