"ვიტ ჯორჯიამ" მცხეთაში ქუთაისის "ტორპედო" გაანადგურა

AutoSharing Option
19 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღღესი ლიგის XVIII ტურის შეხვედრები გაიმართა.

ჩემპიონატის ლიდერი თბილისის "დინამო" სამტრედიაში მარტვილის "მერანს" ესტუმრა.

აღსანიშნავია, რომ დინამოელთა ამჟამინდელი თავკაცი მალხაზ ჟვანია მანამდე უმაღლეს ლიგაში სწორედ მარტვილურ გუნდს წვრთნიდა.

ანგარიში 24-ე წუთზე გიორგი მერებაშვილმა ჩისკოს გადაცემით გახსნა, 72-ეზე კი თავის გამოჩენა და საბოლოო ანგარიშის დაფიქსირება დარკო გლიშიჩმა შეძლო - 2:0.

* * *

სატურნირო ცხრილში მეორე საფეხურზე მყოფმა საჩხერის "ჩიხურამ" გორში ბოლნისის "სიონი" მიიღო და ფრეს დასჯერდა - 1:1.

სოსო ფრუიძის
შეგირდები გიორგი რეხვიაშვილის გოლით
(47) იგებდნენ, თუმცა მატჩის დასრულებამდე ათი წუთით ადრე გიორგი განუგრავამ გათანაბრება შეძლო და ბოლნისელებს ქულა მოუტანა.

* * *
ბოლო არ უჩანს ქუთაისის "ტორპედოს" კოშმარულ სერიას. ჟერარდ სარაგოსას შეგირდები ამჯერად მცხეთაში "ვიტ ჯორჯიასთან" განადგურდნენ - 0:5.

წინა ტურში, თბილისურ შეხვედრაში "დინამოს" ძლევით ფრთაშესხმულმა "ვეტერინარებმა" ქუთათურებთან მატჩში ანგარიში უკვე მე-6 წუთზე გახსნეს. გატანილი გოლით ლევან კუხალეიშვილი გამოირჩა, რომელსაც 41-ე წუთზე მხარი გიორგი ჯანელიძემ აუბა - 2:0.

"ვიტ ჯორჯიამ" სტუმართა რბევა მეორე ტაიმში დაიწყო. ჯერ ელგუჯა ლობჯანიძემ (72), შემდეგ კი ნოდარ იაშვილმა (79) და ნიკა სიჭინავამ (83) შეძლეს ქუთათურთა კარში გატანა.

* * *
გატანილი გოლის გარეშე დასრულდა შეხვედრა ცხინვალის "სპარტაკსა" და გორის "დილას" შორის.

* * *
შეგახსენებთ, რომ ტურის ორი შეხვედრა წინა დღეს, 18 დეკემბერს გაიმართა - მოიგო "ზუგდიდმა", რომელმაც განმუხურში რუსთავის "მეტალურგს" უმასპინძლა. გიორგი დარასელიას შეგირდებმა მეტოქეს შოთა ლომიას მიერ 78-ე წუთზე გატანილი გოლით სძლიეს - 1:0.
გურია-ზესტაფონი 0:1 - რა ესროლა გია გეგუჩაძემ ლანჩხუთელ ქომაგებს [VIDEO]

ერთადერთი გატანილი გოლით მოიპოვა გამარჯვება "ზესტაფონმაც", რომელიც ქობულეთში, "ჩელე-არენაზე" ლანჩხუთის "გურიას" ესტუმრა. სამი ქულა გია გეგუჩაძის გუნდს 29-ე წუთზე გიორგი ადამიამ ზუსტად შესრულებული პენალტით მოუტანა.
ზუგდიდი-მეტალურგი 1:0 - გიორგი დარასელიას მეორე გამარჯვება [VIDEO]

სატურნირო მდგომარეობა
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 18 /
ჯერ რა უბედურებაა ამ ცივ ზამთარში და თოვლსა და ყინვაში თამაში მოპუწყობელ სტადიონებზე ,მოუწყობელ გასახდელებში და შხაპის გარეშე.არანორმალურად შედგენილი კალენდარი აგვისტოში და ივლისში აქეთ იქეთ დაეხეტებიან და თოვლსა და ყინვაში თამაშობენ.უამრავი ტრამვები აქვტ ახალგაზრდებს. ვინ ზრუნავს მატ ჯანმრთელობაზე.
vano
21:57 20-12-2013
0
ზესტაფონი წინა მთავრობამ არ დაშალა? წამყვანი ფეხბურთელები ზოგი გორს აჩუქებინეს და ზოგი დინამოს.
ძალით და დავალებით რომ აკეთებინებდნენ საქმეს იმიტომაც იყო ამ დონეზე ფეხბურთი. ფეხბურთი ვისაც უყვარს გუნდიც იმან უნდა გააკეთოს და ასეთი 20 ფულიანი ადამიანი ალბათ მოიძებნება საქართველოში ოღონდ სხვებმა ხელი უნდა შეუწყონ და არა შეუშალონ.
aleks 78-s
19:55 20-12-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული