გრიგოლ დოლიძის ორი ვარიანტი - თბილისის "დინამო" ან "ზესტაფონი"

AutoSharing Option
გრიგოლ დოლიძეს გორის "დილასთან" კონტრაქტი დაუმთავრდა და კარიერას, ალბათ, სხვა გუნდში გააგრძელებს.

სანდო წყაროსგან შევიტყვეთ, რომ 31 წლის შემტევს ორი ვარიანტი აქვს: თბილისის "დინამო" ან "ზესტაფონი".

დოლიძე მარჯვენაფლანგელია, შეუძლია დაცვის დაწიოკება, საგოლე პასის შესრულება და შეტევის დაგვირგვინებაც. ალბათ, გახსოვთ, რა ჩინებული გოლი გაუტანა სპლიტის "ჰაიდუკს" ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპის თბილისურ შეხვედრაში.

დოლიძე წლევანდელ ევროტურნირზე ისე გამოირჩა, რომ თემურ ქეცბაიამ ეროვნულ ნაკრებშიც მიიწვია. ცხადია, ასეთი ფეხბურთელით არაერთი გუნდი დაინტერესდებოდა.

რადგან მის მიმართ ინტერესს "ზესტაფონიც" გამოხატავს, უნ
და ვივარაუდოთ, რომ ამ კლუბში ყველაფერი ნორმალურადაა და დაშლა არ ემუქრება.

დიდი ალბათობით, "ზესტაფონს" ისევ გია გეგუჩაძე გაწვრთნის. დოლიძის საკითხი კი რამდენიმე დღეში უნდა გაირკვეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს ბიჭი გვჭირდება და კიდე ერთი ორი მაგის თანაგუნდელიც არ გვაწყენდა :)))
zestafan
12:21 24-12-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული