"ვიტ ჯორჯიას" კეთილი ნებით, ლაშა კასრაძე თავისუფალია

AutoSharing Option
"ვიტ ჯორჯიას" მცველი ლაშა კასრაძე თავისუფალი აგენტი გახდა.

23 წლის ფეხბურთელსა და კლუბს კონტრაქტი კიდევ აკავშირებდათ ერთმანეთთან, თუმცა "ვიტ ჯორჯიას" ხელმძღვანელობამ კეთილი ნება გამოიჩინა და ფეხბურთელს გათავისუფლების ფურცელი მისცა.

კასრაძე პროფესიონალ ფეხბურთელად სწორედ "ვიტ ჯორჯიაში" ჩამოყალიბდა. ბოლო დროს ის ამ გუნდის ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშეც გახდა. შეუძლია საყრდენ ნახევარმცველადაც თამაში.

წინა სატრანსფერო პერიოდებში კასრაძით არაერთი გუნდი იყო დაინტერესებული, ახლა კი მისი ტრანსფერი ბევრად უფრო იოლი საქმეა და ალბათ, მალე აღმოჩნდება კიდეც ახალ გუნდში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
es bichi udzlieresi fexburtelia ,miyvars dzalian
makuna
22:59 24-12-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული