"ზესტაფონმა" გორის "დილადან" გრიგოლ დოლიძე და თეიმურაზ ღონღაძე დაიმატა

AutoSharing Option
საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონს" გრიგოლ დოლიძე შეუერთდა. 31 წლის მარჯვენა ნახევარმცველი, რომელსაც ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში მრავალ კლუბში წარმატებით უასპარეზია, ზემოიმერული კლუბის ღირსებას მომდევნო ორი წლის განმავლობაში დაიცავს.

2008-09 წლების სეზონი გრიგოლ დოლიძემ აზერბაიჯანული "სიმურგის" რიგებში გაატარა. 2011-13 წლებში ის გია გეგუჩაძის დამოძღვრილ ქუთაისის "ტორპედოში" ასპარეზობდა და ზედიზედ ორჯერ გახდა ეროვნული პირველობის ბრინჯაოს მედლების მფლობელი. გასული წლის ზაფხულიდან კი გორის "დილაში" თამაშობდა და ევროპის ლიგის მატჩებში თავი ხარ
ისხიანი და შედეგიანი თამაშით გამოიჩინა.

ეროვნული გუნდის შემადგენლობაში ზესტაფონელთა ახალწვეულს ერთი მატჩი აქვს ჩატარებული. წელს ის ნაკრებში თემურ ქეცბაიამაც მიიწვია.

"ზესტაფონს" დაუბრუნდა თეიმურაზ ღონღაძე. 28 წლის გამოცდილი მცველი, რომელიც მარგველთა რიგებში 2011-13 წლებშიც ასპარეზობდა, იმერული კლუბის ღირსებას მომდევნო ორი წლის განმავლობაში დაიცავს.

უნდა ითქვას, რომ დაცვის ორივე ფრთაზე ერთნაირად წარმატებულად მოასპარეზე ღონღაძე "ზესტაფონის" შემადგენლობაში 2011-12 წლების სეზონის ტრიუმფატორი გახლავთ - ამ გუნდში მან ჯერ ჩემპიონის ოქროს მედლები დაისაკუთრა, შემდეგ კი სუპერთასის მფლობელიც გახდა.

თეიმურაზ ღონღაძემ მარგველთა მაისურით ორ ევროკომპანიაში იასპარეზა - 2011 წლის ზაფხულში მან იმერული კლუბის ღირსება მოლდავურ "დაჩიასთან" და ავსტრიულ "შტურმთან" ჩემპიონთა ლიგის და ბელგიურ "ბრიუგესთან" უეფას ევროპალიგის პლეი-ოფის მატჩებში დაიცვა, 2012 წელს კი აზერბაიჯანულ "ნეფტჩისთან" გამართულ შეხვედრებშიც ითამაშა.

ეროვნული ჩემპიონატის ეგიდით, "ზესტაფონის" შემადგენლობაში მან 48 მატჩი ჩაატარა და თავი 2 გატანილი გოლით გამოიჩინა. საქართველოს ეროვნული ნაკრების რიგებში კი თეიმურაზს 2 მატჩი აქვს გამართული.

წყარო: fczestafoni.ge
მკითხველის კომენტარები / 3 /
ალბათ გაუკვირდება ხალხს და დილა მაინც შექმნის მაინც ახალ გუნდს, ისევ მოღონიერდებიან და მერე ისევ დაიშლება და ასე იქნება სულ, აბადა და ბაბადან ესე იყო და...
puma
13:20 03-01-2014
0
არადა გორის დილაში ყველამ საუკეთესოდ წარმოაჩინა თავისი შესაძლებლობები და ძალიან საცოდაობაა ამ გუნდის ესე დაშლა!
ramaz.
21:17 02-01-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული