
გუნდში ახლა რამდენიმე ახალწვეული ვარჯიშობს. სხვათა გარდა, მათ შორის არიან ნახევარმცველი ლუკა რაზმაძე, შემტევი შუახაზელი ლევან კორღალიძე, მცველი სერგი ორბელაძე და ნახევარმცველი დავით რაჟამაშვილი.
"დილასთან" ყველა ფეხბურთელს კონტრაქტი 2013 წლის ბოლოს დაუმთავრდა და ზოგი მათგანი უკვე სხვა გუნდში გადავიდა.
შესაძლოა, მათ კვალს გაჰყვეს ნახევარმცველი ირაკლი მაისურაძეც. დიდი ალბათობით, ისევ "დილაში" ითამაშებს ახალგაზრდა ცენტრალური ნახევარმცველი გიორგი აბურჯანია.
ერთი სიტყვით, კვირის ბოლოსთვის "დილაში" რაღაც-რაღაცები საბოლოოდ უნდა გაცხადდეს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"