ცხინვალის "სპარტაკმა" ბოლნისის "სიონს" შანსი არ დაუტოვა

AutoSharing Option
სეზონის განახლებისთვის ემზადება ცხინვალის "სპარტაკიც". კახა კაჭარავას მიერ გაწვრთნილ გუნდს ოთხი ახალწვეული შეუერთდა: 23 წლის მცველი ლევან კაკუბავა, 24 წლის მცველი დავით მაისაშვილი, 23 წლის ნახევარმცველი გივი იოსელიანი და 25 წლის თავდამსხმელი ირაკლი ეხვაია.

კაკუბავა და მაისაშვილი მანამდე რუსთავის "მეტალურგში" თამაშობდნენ, ეხვაია "ზუგდიდის" ფეხბურთელი იყო, იოსელიანი კი ბოლნისის "სიონში" გამოდიოდა.

გასულ უქმეებზე "სპარტაკი" "ბენდელას თასზე" "სიონს" შეხვდა და 5:1 მოუგო.

სპარტაკი: ნადირაძე, ჭაფოძე, მგელაძე, კაკუბავა, იოსელიანი, ჩაფიძე, პარუნაშვილი, ბურძენაძე, თუხარელი, თექთურმანიძე, მეტრეველი.
შეცვლაზე შევიდნენ: მაისაშვილი, ქურდაძე, ცერცვაძე, კემუხტაშვილი, ეხვაია, მაქაცარია,
გაგნიძე, მოსაშვილი.
სიონი: მერლანი, ფოფხაძე, ქემოკლიძე, აბრამიძე, იმედაშვილი, განუგრავა, გოგობერიშვილი, აფციაური, ბიბილეიშვილი, კახელიშვილი, მიკუჩაძე.
შეცვლაზე შევიდნენ: მამასახლისი, ჩხეტიანი, ციცვიძე, სვანიძე, უგრეხელიძე, ცხადაია, სამხარაძე.

გოლები: 1:0 თუხარელი (12), 2:0 თუხარელი (25), 3:0 მეტრეველი (34), 3:1 მიკუჩაძე (42-პენ), 4:1 კემუხტაშვილი (67), 5:1 გ. გაგნიძე (77)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული