ზურაბ მენთეშაშვილი ქუთაისის "ტორპედოში" არ ითამაშებს

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოს" მთავარ მწვრთნელ რევაზ ძოძუაშვილს გუნდში ზურაბ მენთეშაშვილის მიწვევა სურდა.

მისი ხელმძღვანელობით, გამოცდილი ნახევარმცველი ეროვნულ ნაკრებში, რიგის "სკონტოსა" და ვლადიკავკაზის "ალანიაში" თამაშობდა.

მაგრამ ახლა ისინი ერთად ვეღარ იმუშავებენ: 2-22 თებერვალს პირველი ლიგის კლუბი "საბურთალო" თურქეთში მოემზადება და მენთეშაშვილი სწორედ ამ შეკრებაზე მიემგზავრება.

თემურ შალამბერიძეს ანტალიაში 23 ფეხბურთელი მიჰყავს: მეკარეები - ლაზარე კუპატაძე, ბექა ქურდაძე, ოთო გოშაძე; მინდვრის მოთამაშეები - გაგი მარგველაშვილი, რევაზ ბარამიძე, ილია ბეროშვილი, ჯემალ ტაბიძე, დემურ ჩომახიძე, ზურაბ მენთეშაშვილი, გიორგი მამუჩიშვილი, ლადო მამუჩაშვილი, გიორგი თევზაძე, ცოტნე ნადარაია,
ლუკა ბლიაძე, ლორენცო ლარკი, გიორგი ხარაიშვილი, ირაკლი ბიძინაშვილი, დავით წოწონავა, ლევან ხორხელი, რევაზ გოცირიძე, გურამ გოშთელიანი, გიორგი წივილაშვილი, გრიგოლ ჩაბრაძე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული