რუსთავის "მეტალურგმა" თურქულ შეკრებაზე თურქმენეთის ნაკრებთან საკონტროლო მატჩი გამართა

AutoSharing Option
თურქეთში შეკრებაზე მყოფმა რუსთავის "მეტალურგმა" 6 თებერვალს მეორე საკონტროლო მატჩი ჩაატარა.

რუსეთის პირველი ლიგის "გაზოვიკთან" გამარჯვების (1:0) შემდეგ ვარლამ კილასონიას გუნდის მეტოქე ამჯერად თურქმენეთის ეროვნული ნაკრები იყო.

როგორც "მეტალურგის" პრესსამსახურიდან გვაცნობეს, თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში, ტერიტორიულ უპირატესობას რუსთავური გუნდი ფლობდა. გიორგი ჩირგაძეს, ბესიკ ჩიმაკაძესა და გიორგი ქავთარაძეს თითქმის 100-პროცენტიანი მომენტებიც ჰქონდათ, მაგრამ სამივე შემთხვევაში ჩინებულად ითამაშა თურქმენეთის ნაკრების მეკარემ. ბოლო სამ წუთში კი თურქმენეთის ნაკრებმა ორი გოლის გატანა მოახერხა და 2:0 გაიმარჯვა.

"მეტალურგმა" ასეთი შემადგენლობით ითამაშა: სეფიაშვილი - სეთურიძე, ვ.
კილასონია, მახვილაძე, დ. საჯაია - დობროვოლსკი, ქავთარაძე - კაკაშვილი, მიქაბერიძე, ჩირგაძე - ჩიმაკაძე.

ეს შემადგენლობა მოედანზე 70 წუთის განმავლობაში იყო, ბოლო 20 წუთი კი "მეტალურგი" ასე გამოიყურებოდა: ბედიაშვილი, სეთურიძე, დ. ლომაია, ცნობილაძე, თ. კაკულია, ტვილდიანი, გ. კილასონია, ექვთიმიშვილი, ხაბელაშვილი, ი. გოგინაშვილი, ბ. ოქროპირიძე.

ტრავმების გამო ამ სპარინგ-შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღიათ "მეტალურგის" ახალწვეულებს - მამუკა ტორონჯაძესა და მერაბ გიგაურს.

მომდევნო საკონტროლო მატჩს "მეტალურგი" 9 თებერვალს ჩაატარებს რუმინულ "ტირგუ მურეშთან".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
თურქეთი არა თურქმენეთია
Tamazi2
19:42 07-02-2014
0
მოკლედ შეჭამა მეტალურგმა თურქეთის ნაკრები ბოლოს თხოვეს და ორი გოლი გაატანინეს, ამ თამაშს თურმე უყურებდა არგენტინის ნაკრების მრწვთნელი ,რომელმაც რუსთავის მწვრთნელს თხოვნით მიმართა მასთანაც ეთამაშა,ვნახოთ დათანხმდება თუ არა მას კილასონია.
Tamazi
13:59 07-02-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული