ხმები: "დინამო" ჯიღაურს, გიგაურს, თებიძეს, ტაბატაძეს და მარკოზაშვილს იმატებს

AutoSharing Option
ფოტოზე: დაუბრუნდება თუ არა ჯიღაური "დინამოს", მალე შევიტყობთ

ჯაბა ჯიღაურს
საჩხერის "ჩიხურასთან" იჯარის ვადა გაუვიდა და უცნობია, მეორე წრეში სად ითამაშებს.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების საყრდენი ნახევარმცველის ტრანსფერი თბილისის "დინამოს" ეკუთვნის და, ცხადია, პირველი კითხვა ამასთან დაკავშირებით ჩნდება - დაუბრუნდება თუ არა ჯიღაური თბილისურ კლუბს?

ამაზე პასუხი "ჩიხურას" მთავარ მწვრთნელ სოსო ფრუიძეს ჯერ არ აქვს:

"ჯიღაური "დინამოს" ფეხბურთელია. თბილისურ კლუბს ზაფხულში მისი დაბრუნება მას შემდეგ სურდა, რაც ჩეხი მწვრთნელი კახა გოგიჩაიშვილმა შეცვალა, მაგრამ ჯაბას ჩვენთან საიჯარო კონტრაქტი გაფორმებული ჰქონდა და დარჩენა
ამჯობინა. ახლა არ ვიცი, "დინამო" და თავად ფეხბურთელი რა გადაწყვეტილებას მიიღებენ".

ლაპარაკია იმაზეც, თითქოს, "დინამოს" ხელმძღვანელობა ცხინვალის "სპარტაკის" ახალგაზრდა საყრდენი ნახევარმცველით, დავით გიგაურითაა დაინტერესებული.

შეგახსენებთ, რომ გიგაური გიორგი დევდარიანის 17 და 19-წლამდელთა ნაკრებების წევრი გახლდათ და შარშან ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო შეხვედრაც ჩაატარა.

ამას გარდა, ქუთაისელი გულშემატკივრები დარდობენ, რომ შესაძლოა, "დინამოში" "ტორპედოს" სამი მოთამაშე გადავიდეს - მეკარე გაბრიელ თებიძე, ვაჟა ტაბატაძე და თემურ მარკოზაშვილი.

მაგრამ ეს ყველაფერი ჯერ მხოლოდ ხმებია და არ დასტურდება. ინფორმაციის გადამოწმება თბილისის "დინამოში" ვცადეთ:

"კონკრეტული ცვლილებების შესახებ, თუ ვინ დატოვებს "დინამოს" რიგებს და ვის ექნება გუნდში თამაშის პატივი, მომავალში გახდება ცნობილი. "დინამოს" სიახლეების შესახებ ამბებს ჩვენც ვაზუსტებთ და მოგვიანებით მოგახსენებთ", - ამბობს "დინამოს" პრესატაშე გიგა გვენცაძე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
უცხოელები იყიდოს.
levichcr7
18 დეკემბერი 2014 08:17
0
წინა პოსტიც გამოაქვეყნეთ და უფრო გასაგები იქნება ამ პოსტის შინაარსი...
patikoo11@mail.ru
17 დეკემბერი 2014 17:53
0
არც ამ პოსტს არ გამოაქვეყნებთ,თქვენი "ობიექტურობის" ამბავი რომ ვიცი,მაგრამ არაუშავს მე გავძლებ როგორმე,მაგრამ რა პროფესიონალებიც ხართ საზაგადოებამ კარგად იცის... გმადლობთ.
patikoo11@mail.ru
17 დეკემბერი 2014 16:27
0
მართალია დაანებოს დინამომ სხვა გუნდებიდან ბიჩების წაყვანას თავი, მერე სკამ ახეხინებენ და სულ გააფუჩებენ.
gijoa
17 დეკემბერი 2014 15:52
0
ან გადავლენ ან არა.
ქართული ფეხბურთი დინამომ კი არა დომენტამ დაღუპა.
kutaiski
17 დეკემბერი 2014 15:45
0
საქართველოს ჩემპიონატს მანამ არაფერი ეშველება,სანამ დინამო-თავს არ დაანებებს სხვა ქართული კლუბების დასუსტების ხარჯზე გაძლიერებას.სხვა კლუბებს ფული არა აქვთ უცხოელები იყიდოს,თუ ვინმე პერსპექტიული გამოჩნდა ამ კლუბებში--ისიც დინამოს მიყავს და მაშინ როგორ გვექნება კონკურენტუნარიანი ჩემპიონატი?Dინამომ თვითონ უნდა აღზარდიოს ახალგაზრდები,თორემ რა გამოდის--გამოჩნდა ქუტაისში 2-3 პერსპექტიული ფეხბურთელი-წაიყვანა დინამომ,დასუსტდა ტორბედო,ვერ გაუწია კონკურენცია დინამოს,გახდა იოლად ჩემპიონი დინამო--გავიდა ევროსარბიელზე და უკონკურენციოდ მოპოვებული პირველი ადგილით ვერდაოსტატებული ფეხბურთელები ვერ უწევენ წინნააღმდეგობას ევროპულ გუნდებს.ძლიერი ფეხბურთელი ხომ ძლიერ გუნდებტან პაექრობაში იზრდება.სხვა კლუბები არ უნდამ იქცნენ დინამოს ფრამკლუბებად,თორემ ჩემპიონატი აზრს დაკარგავს.
mamulo
17 დეკემბერი 2014 13:18
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული