"ვიტ ჯორჯიამ" აზერბაიჯანული "სიმურგის" დუბლებს მოუგო

AutoSharing Option
"ვიტ ჯორჯიამ", რომელიც საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის განახლებისთვის ემზადება, მეორე სპარინგი გამართა და "მარკ სტარსის" შემდეგ, თბილისში შეკრებაზე მყოფი აზერბაიჯანული "სიმურგის" დუბლშემადგენლობას მოუგო - 4:1. მატჩი "მცხეთა პარკზე" შედგა.

თამაში საინტერესოდ წარიმართა. ანგარიში მე-20 წუთზე კახა კახაბრიშვილმა გახსნა. ხუთიოდე წუთში ბადრი დემეტრაშვილმა ორამდე გაზარდა ქართული გუნდის უპირატესობა. პირველი ტაიმის დასრულებამდე ვიტელებმა ერთხელაც იხეირეს - ვანო კურდღელაშვილმა, შესანიშნავი გადაცემით, მეკარესთან პირისპირ გაიყვანა ლევან კუხალეიშვილი, რომელმაც შანსი ხელიდან არ გაუშვა.

მეორე ტაიმი "სიმურგმა" შედარებით აქტიურად დაიწყო და ერთი ბურთიც გაქვითა. საბოლოო ანგარიში მას
შემდეგღა დაფიქსირდა, რაც ლუკა თათხაშვილმა მოწინააღმდეგის კარი შორეული, უძლიერესი დარტყმით აიღო - 4:1.

"ვიტ ჯორჯიას" მთავარმა მწვრთნელმა ზურაბ ბერიძემ ძირითადი შემადგენლობის რამდენიმე ფეხბურთელი დაასვენა. არ უთამაშიათ ლევან საბაძეს, ბესიკ მურუსიძეს, ირაკლი ღიბრაძეს, ნიკოლოზ დადიანსა და ელგუჯა ლობჯანიძეს.

ვიტ ჯორჯია: შეროზია (83. გუგუშვილი) - თათხაშვილი, ჩიტიშვილი (68. კალანდია), გეთიაშვილი, მაისურაძე (71. დანელია) - დავლაშელიძე, გახარია (75. მაჭავარიანი) - დემეტრაშვილი (68. ბურნაძე), კურდღელაშვილი (65. ლებანიძე), კახაბრიშვილი (68. კალაჯიშვილი), კუხალეიშვილი (58. ხვისტანი).

სეზონის განახლებამდე "ვიტ ჯორჯია" კიდევ რამდენიმე საკონტროლო შეხვედრას გამართავს. ბერიძის გუნდის განრიგი ასეთია: 25 იანვარი. ვიტ ჯორჯია-დინამო თბ; 28 იანვარი. ვიტ ჯორჯია-სიონი; 31 იანვარი. ვიტ ჯორჯია-სიონი; 12 თებერვალი. ვიტ ჯორჯია-ჩიხურა.

სადღეისოდ, "ვიტ ჯორჯია" ასეთი შემადგენლობით ვარჯიშობს:

მეკარეები: ჯონი შეროზია, დანტე ჩალიგავა, ლევან ისერგიშვილი;
მცველები: ბექა ასკილაშვილი, გიორგი გეთიაშვილი, ვაჟა მერაბიშვილი, გიორგი კალანდია, ლევან საბაძე, რევაზ ჩიტიშვილი, ბესო მურუსიძე, გოგა დანელია, გიორგი გიორგაძე, ლუკა თათხაშვილი;
ნახევარმცველები: ბადრი დემეტრაშვილი, ნიკოლოზ მაისურაძე, ვანო კურდღელაშვილი, ირაკლი ღიბრაძე, ვალიკო გახარია, შოთა დავლაშელიძე, ერეკლე ლებანიძე;
თავდამსხმელები: ერეკლე ხვისტანი, ელგუჯა ლობჯანიძე, ნიკოლოზ დადიანი, ლევან კუხალეიშვილი, მათე კვირკვია, კახა კახაბრიშვილი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული