ჩიხურა-ჰოვერლა 1:2 - საჩხერელებმა ისევ წააგეს

AutoSharing Option
საჩხერის "ჩიხურამ" თურქულ შეკრებაზე მეორე ამხანაგური მატჩი გამართა. რუმინულ "ბრაშოვთან" წაგების (1:3) შემდეგ სოსო ფრუიძის შეგირდები უკრაინის პრემიერლიგის მეთორმეტეადგილოსან უჟგოროდის "ჰოვერლა-ზაკარპატიეს" დაუპირისპირდნენ და ისევ დამარცხდნენ, ამჯერად - 1:2.

მატჩი ქარიან ამინდში ჩატარდა. ერთ-ერთი შეტევისას, უკრაინელმა ფეხბურთელმა ბურთი მარცხენა ფლანგიდან საჯარიმოს ცენტრში ჩაჰკიდა. ქარმა ბურთს მიმართულება შეუცვალა, მეკარეც ვეღარ შესწვდა და ვეტერანმა თავდამსხმელმა, კიევის "დინამოში" ნათამაშებმა მაქსიმ შაცკიხმა სიტუაციით კარგად ისარგებლა.

მეორე ტაიმის დასაწყისში "ჩიხურამ" წონასწორობა აღადგინა - შეტევა მარჯვენა ფლანგიდან ბესიკ დეკანოიძემ გაამწვავა. მის გასწვრივ პასს პენალტის ნიშნულთან ნახევარმცველი გიული
მანჯგალაძე
(ლუგანსკის "ზარიას" ყოფილი ფეხბურთელი "ჩიხურაში" სინჯებზეა) დაუხვდა და - 1:1.

თუმცა ხუთიოდ წუთში მაქსიმ ფეშუკმა უკრაინელები პენალტით დააწინაურა და ანგარიში თამაშის ბოლომდე აღარ შეცვლილა.

ჩიხურა: მწყერაშვილი - ოდიკაძე, კაშია, განუგრავა, ღონღაძე - კაკაშვილი, დობროვოლსკი - კორიფაძე, მანჯგალაძე, ტროიანოვსკი - დეკანოიძე; შეცვლაზე: ზარქუა, ჩიკვაიძე, ბაჯელიძე, ქიმაძე, ივანიშვილი, მუმლაძე, სიხარულია.

ფრუიძემ ძირითადი მეკარე მაქსიმე ქვილითაია დაასვენა. საინტერესოა, რომ უკრაინელებთან სპარინგში ცენტრალურ მცველად მოსინჯეს გიორგი განუგრავა, რომელსაც აქამდე საყრდენ ნახევარმცველად ვიცნობდით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული