დინამო-ნასაფი 1:0 - პირველი გამარჯვება თურქულ შეკრებაზე [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
4 თებერვალს თბილისის "დინამომ" თურქულ შეკრებაზე დამატებითი ამხანაგური მატჩი გამართა. საქართველოს ჩემპიონის მეტოქე უზბეკური პირველობის ბრინჯაოსპრიზიორი და აზიის კონფედერაციის თასის 2011 წლის გამარჯვებული "ნასაფი" იყო.

"დინამომ" 1:0 გაიმარჯვა. ერთადერთი გოლი მატჩის მიწურულს მანუელმა გაიტანა, რომელმაც ოთარ კაკაბაძის დარტყმის შემდეგ მეკარის მიერ უკუგდებულ ბურთს დაამატა.

დინამო: დაუშვილი, ტაბატაძე, გველესიანი, რენე ფერეირა, ჯაფიაშვილი, ბუკორაცი (54. პარუნაშვილი), ჯანელიძე (10. ჯიღაური), გუგა (60. ჭანტურიშვილი), კიტეიშვილი (73. კაკაბაძე), მიქელთაძე (71. მანუელი), უგულავა (68. ლობჟანიძე).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
მანუელი მემგონი გამოდგა ხო?
თბილისი
11:05 05-02-2015
0
სასაცილოა ეს ყველაფერი სატირალი, რომ არ იყოს. მენეჯმენტის პრობლემა აქვს დინამოს. აბაუბდა გეგმით ევროპაზე ოცნება ძნელი იქნება.სად არიან ის ნიჭიერი ახალგაზრდები ასე, რომ გვაიმედებდა მაგათი პრეზიდენტი. გოლები ესპანელს გააქვს მხოლოდ.
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული