დინამო-კორონა 2:0 - დამაჯერებელი გამარჯვება პოლონელებთან [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
6 თებერვალს თბილისის "დინამომ" თურქულ შეკრებაზე მორიგი, მე-5 მატჩი გამართა. საქართველოს ჩემპიონის მეტოქე ამჯერად, პოლონური "კორონა" იყო, რომელიც ექსტრაკლასაში მე-14 ადგილზე იმყოფება.

შეხვედრა, რომელსაც პოლონელ მსაჯთა ბრიგადა უძღვებოდა, დინამოელთა გამარჯვებით ანგარიშით 2:0 დასრულდა.

პირველი წუთები თანაბარი იყო, დაახლოებით მე- 20 წუთიდან კი თბილისელთა უპირატესობა გამოიკვეთა, რაც ცოტა ხანში გატანილ გოლებში აისახა.

35- ე წუთზე მანუელის ჩაწოდების შემდეგ, მეკარის შეცდომით ვახტანგ ჭანტურიშვილმა ისარგებლა და ანგარიშით გახსნა - 1:0.

ზუსტად 5 წუთში უკვე თავად ჭანტურიშვილმა გაუწია ასისტენტობა თანაგუნდელს, გოლი კი ჯაბა ჯიღაურმა
გაიტანა - 2:0.

დინამოელები მთელი მატჩის მანძილზე აკონტროლებდნენ თამაშის მიმდინარეობას და მიუხედავად იმისა, რომ მეტ-ნაკლებად სახიფათო მომენტები ორივე კართან შეიქმნა, ანგარიში აღარ შეცვლილა.

მატჩის მიმდინარეობისას კახა გოგიჩაიშვილმა ცხრა ცვლილება განახორციელა და თამაშის საშუალება ყველა სათადარიგო ფეხბურთელს მისცა.

მატჩში მონაწილება არ მიუღიათ: გიორგი კულუას, გიორგი პაპუნაშვილს, ლაშა შერგელაშვილს, გიორგი ჯანელიძეს და გიორგი ჩირგაძეს.

თბილისის "დინამო" თურქულ შეკრებას 9 თებერვლას, მარიუპოლის "ილიჩევეცთან" გასამართი საკონტროლო შეხვედრით დაასრულებს, რის შემდეგაც სამშობლოში დაბრუნდება.

დინამო: ჰრდლიჩკა (დაუშვილი 46), კაკაბაძე (ტაბატაძე 62), რენე ფერეირა (გველესიანი 46), ჭანტურია, თოთაძე, ცინცაძე (ბუკორაცი 46), ჯიღაური (კიტეიშვილი 62), პარუნაშვილი (ჯაფიაშვილი 81), ლობჟანიძე (გუგა 65), ჭანტურიშვილი (მიქელთაძე 72), მანუელი (უგულავა 72)

კორონა: ჩერნიაუსკასი, მალარციკი, გოლანსკი, სილვესტრზაკი, დეჟმეკი, იოვანოვიჩი, კიელბი, კლემენსი (კარლოსი 65), ფერტოვსი, პილიპჩუკი (ტრიტკო 64), კაპო.

მომზადებულია fcdinamo.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული