სიონი-რუმინეთის ნაკრები 0:1 - იორდანესკუს კომპლიმენტი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
10 თებერვალს, თურქულ შეკრებაზე ბოლნისის "სიონი" რუმინეთის ნაკრებს დაუპირისპირდა.

ლადო ბურდულის გუნდი ანგელ იორდანესკუს გაწვრთნილებთან გამართულ სპარინგში, რომელიც ავდრისგან გაჟღენთილ გაზონზე წარიმართა, მინიმალური ანგარიშით დამარცხდა - 0:1.

"სიონმა" ასეთი შემადგენლობით ითამაშა: მერლანი, საჯაია, ფოფხაძე, გურეშიძე, გაფრინდაშვილი, მიქაბერიძე, ცხადაია, ქებურია, და სილვა, ცნობილაძე, ლუის ალბერტო (ჭანკოტაძე, სვანიძე, სიჭინავა, ბერიძე, გოგობერიშვილი, ლობჟანიძე).

რუმინელთაგან ერთადერთი გოლი 65-ე წუთზე დუმიტრაშმა გაიტანა.

მატჩის შემდგომ რუმინელთა მთავარმა მწვრთნელმა "სიონის" პრესსამსახურთან საუბარში აღფრთოვანება ვერ დამალა:

"მიუხედავად იმისა, რომ თქვენს გუნდს საქართველოს ჩემპიონატში ახლა კარგი პოზიცია არ უკავია,
მასთან თამაში ძალიან გაგვიჭირდა. "სიონი" ამბიციური გუნდია, მე ვულოცავ თქვენს მწვრთნელს, მას ამბიციური გუნდი ჰყავს", - თქვა იორდანესკუმ.

Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
გაიხარეთ ბიჭებო, ძველი რეციდივი აღარ გამეოროთ. ლადო გილოცავ გუნდთან ერთად.
gizog
18:41 11-02-2015
0
10-0 ეკუტვნოდა რუმინეტს
0

სიახლეები პოპულარული