ქობულეთის "შუქურა" 31 წლის უკრაინელი ნახევარმცველით, ადრიან პუკანიჩით ძლიერდება

AutoSharing Option
"შუქურას" ახალმა მწვრთნელმა გელა სანაიამ საინტერესო სიახლე გაგვიმხილა - ქობულეთელთა რიგებში ადრიან პუკანიჩი ითამაშებს.

31 წლის უკრაინელი საყრდენი ნახევარმცველია. თუ გავითვალისწინებთ საქართველოში ნათამაშებ ლეგიონერთა ბიოგრაფიებს, შეიძლება ითქვას, პუკანიჩი მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი და ტიტულოვანი ფეხბურთელია - ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ვერცხლისპრიზიორი (2006); უკრაინის ჩემპიონი (2005); ვერცხლისმედალოსანი (2003, 2004); უკრაინის თასის მფლობელი (2004).

პუკანიჩი თამაშობდა "შახტარში", "ვორსკლაში", "ილიჩევეცში", სადაც თორნიკე ოქრიაშვილისა და დავით თარგამაძის თანაგუნდელი გახლდათ. ბოლოს უჟგოროდის "ჰოვერლა-ზაკარპატიეში" ირიცხებოდა, მაგრამ კლუბთან კონფლიქტი მოუვიდა და დეკემბრამდე მისგან დავალიანების გასტუმრებას ითხოვდა.

უკრაინის
ეროვნულ გუნდში პუკანიჩს 2 მატჩი (1 გოლი) აქვს ჩატარებული, ამ ქვეყნის ახალგაზრდულ ნაკრებში კი 28 შეხვედრაში 6-ჯერ გამოუჩენია თავი.

"პუკანიჩი უკრაინაში საკმაოდ ცნობილი და კარგი მოთამაშეა. ვარჯიშისა და თამაშის დროსაც გამოაჩინა, რომ კლასი აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ერთი წელიწადი ტრავმების თუ სხვა მიზეზით გაუცდა, შეკრებაზე მშვენიერი შთაბეჭდილება დატოვა და მიმაჩნია, რომ "შუქურას" გააძლიერებს", - ამბობს სანაია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული