სამტრედია-დინამო (თბ) 0:1 - ძლიერი კლუბი ერთ დღეში არ კეთდება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"ეროსი მანჯგალაძემ" განახლებული ეროვნული ჩემპიონატის ტურის ცენტრალურ შეხვედრას უმასპინძლა. პირველობის ერთ-ერთი ფავორიტი მოქმედ ჩემპიონსა და მიმდინარე სეზონის ლიდერს, თბილისის "დინამოს" დაუხვდა. მატჩმა დიდი ინტერესი გამოიწვია - ვინც ტრიბუნაზე ვერ მოხვდა, თამაშს თვალს მიმდებარე ტერიტორიებიდან ადევნებდა.

ვერ ვიტყვით, რომ კახა გოგიჩაიშვილმა და კომპანიამ სასწაული მოახდინა, მაგრამ სეზონის განახლების შემდეგ გამართულ ორივე შეხვედრაში - თასზე "დილასთან" და ამჯერად სამტრედიაში, აჩვენა, რომ ზამთრის პაუზა "დინამომ" ნაყოფიერად გამოიყენა.

თბილისელებს ანგარიშის გახსნა მატჩის დასაწყისშივე შეეძლოთ - ვახტანგ ჭანტურიშვილმა მშვენიერი გადაცემით მანუელი მეკარესთან პირისპირ დატოვა -
რევაზ თევდორაძე
დინამოელ ფორვარდს ფეხებში ჩაუხტა და გუნდი გადაარჩინა.

მაგრამ მანუელმა მაინც გაიტანა: მე-19 წუთზე, სერბმა სტეფან ბუკორაცმა დავით ბოლქვაძეს აართვა ბურთი და ერთი შეხებით ესპანელი მეკარეს პირისპირ შეატოვა. ასე გაიხსნა ანგარიში - 0:1.

მასპინძლები გააქტიურდნენ, თუმცა თბილისელთა დაცვაში თავისუფალი ზონების მოძებნა და კართან მიახლოება უჭირდათ. ამიტომ მიზნის მიღწევას შორიდან დარტყმებით ცდილობდნენ. ყველაზე სახიფათო მომენტი მაშინ შეიქმნა, როცა გიგა ბეჭვაიას ჩაწოდებულ ბურთს გიორგი დათუნაიშვილმა თავი დაუხვედრა, თუმცა მეკარე ლიბორ ჰრლდიჩკამ პოზიცია სწორად შეარჩია და შეტევა იოლად შეაჩერა.

მეორე ტაიმში "სამტრედიამ" ტემპს უმატა და "დინამო" საკმაოდ ანერვიულა. 50-ე წუთზე მასპინძლებს ანგარიშის გათანაბრებაც შეეძლოთ - შეტევის წამოწყებას ცდილობდა რენე ფერეირა, რომელსაც რევაზ გეწაძემ აართვა ბურთი და მარჯვენა ფლანგზე გრიგოლ დოლიძე მოძებნა, ამ უკანასკნელმა კი "დინამოს" საჯარიმოში უმეთვალყურეოდ დარჩენილ თორნიკე გორგიაშვილს გადააწოდა. დარტყმაც დროული გამოდგა, მაგრამ სტუმრები ჰრლდიჩკამ გადაარჩინა.

შეტევებს შედეგი რომ არ მოჰქონდა, "სამტრედიის" მთავარმა მწვრთნელმა ზაზა ზამთარაძემ შეტევის გაძლიერება სცადა, თუმცა მასპინძლებმა მატჩის გადარჩენა მაინც ვერ მოახერხეს. "დინამომ" უმნიშვნელოვანესი მატჩი მოიგო და გორის "დილასთან" ერთქულიანი უპირატესობა შეინარჩუნა.

ცხადია, სამტრედიელებისთვის პრინციპული მატჩის წაგება მტკივნეული გადასატანია, თუნდაც იმის მიუხედავად, რომ სეზონი ეს-ესაა განახლდა. უშუალო კონკურენტთან ჩამორჩენაც გაიზარდა და გუნდმა მე-3 პოზიციაც დათმო (ბათუმის "დინამომაც" გადაუსწრო). მაგრამ იმერლებმა რეალობას თვალი უნდა გაუსწორონ - კლუბმა დიდი ნახტომი უკვე გააკეთა. ადვილი არაა, უმაღლეს ლიგაში დაბრუნდე და უმალ ლიდერებში მოხვდე.

ძლიერი კლუბი ერთ დღეში არ კეთდება - ამას დრო და მოთმინება სჭირდება.

საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XVI ტური
22.02. სამტრედია. ეროსი მანჯგალაძე. 4 000 მაყურებელი
სამტრედია-დინამო (თბ) 0:1
გოლი: 0:1 მანუელი (19. ბუკორაცის პასით)
სამტრედია (4-2-3-1): თევდორაძე - ბეჭვაია, კაკუბავა, ხიზანიშვილი, კვირკველია - ბოლქვაძე, დათუნაიშვილი (78. შარიქაძე) - დოლიძე (86. ქანთარია), გორგიაშვილი (70. ი. კერძევაძე), გეწაძე - კაპანაძე.
სათადარიგოები: მუჯრიშვილი, ბაკურაძე, თ. შალიკაშვილი, შ. კერძევაძე
მწვრთნელი: ზაზა ზამთარაძე
დინამო (4-2-3-1): ჰრდლიჩკა - კაკაბაძე, ჭანტურია, რენე ფერეირა, თოთაძე - ბუკორაცი, ცინცაძე - ტაბატაძე, პარუნაშვილი (56. ჯიღაური), ჭანტურიშვილი (82. შერგელაშვილი) - მანუელი (65. ჩირგაძე).
სათადარიგოები: დაუშვილი, გველესიანი, ჯანელიძე, კიტეიშვილი
მწვრთნელი: კახა გოგიჩაიშვილი
გაფრთხილება: თოთაძე (48), ცინცაძე (55), კაკაბაძე (84)
არბიტრი: დ. ხარიტონაშვილი

ბომბარდირები:
ჯ. დვალი (ზესტაფონი)* 10
ი. მოდებაძე (დილა) 8
ო. კვერნაძე (ტორპედო) 7
გ. პაპუნაშვილი (დინამო თბ) 7
დ. სიჭინავა (კოლხეთი/სიონი) 6
შ. ლომია (ზუგდიდი) 5
თ. მუმლაძე (ჩიხურა) 5
ნ. საბანაძე (დინ. თბ/ტორპ,) 5
კ. შალამბერიძე (გურია) 5
დ. ცნობილაძე (მეტალ./სიონი) 5
შენიშვნა: * - ჯაბა დვალი კარიერას მოლდოვის "დაჩიაში" განაგრძობს

მომდევნო მატჩები
XVII ტური
28 თებერვალი, შაბათი
კოლხეთი-დინამო (ბთ)
შუქურა-გურია

1-ლი მარტი, კვირა
მეტალურგი-ზუგდიდი
სიონი-დინამო (თბ)
ვიტ ჯორჯია-სამტრედია
ზესტაფონი-ჩიხურა
დილა-ტორპედო
მერანი-ცხინვალი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 12 /
ჯანგოს ნაირი რამდენია და როგორ გინდა განვითარდეს ქართული ფეხბურთი )))
Giorgi
11:18 24-02-2015
0
სამტრედია გავა უეფაზე და ნუ იცუხებტ ტავს აქ ბოგმა კომენტარებიტ დზვირფასო ყვალაპრისმცოდნეებო, ბოგმა უსაქმურებო, აქ ცერის მეტის ტავი რო არაგაქვტ
jengo
00:13 24-02-2015
0

სიახლეები პოპულარული