12:43 23-02-2015
ჩიხურა-სიონი 2:0 - ტესტი ჩაბარებულია [VIDEO]
AutoSharing Option
მსგავსი პრობლემები არც "სიონს" აკლია, თუმცა, წაგების მიუხედავად, ბოლნისელებს ურიგო შთაბეჭდილება არ დაუტოვებიათ. ამას ის გარემოებაც მოწმობს, რომ სტუმრებს ბოლო წუთებამდე შეეძლოთ მატჩის ხსნა და ერთი-ორი მომენტის უკეთ გამოყენების შემთხვევაში, ამის ღირსნიც იქნებოდნენ.
რაც შეეხება "ჩიხურას", შეიძლება ითქვას, მისმა ახალწვეულებმა ტესტი ჩააბარეს: ლობჩაკმაც, მანჯგალაძემაც, განუგრავამაც, ტრაიანოვსკიმაც, შეცვლაზე შესულმა კაკაშვილმა და სარდალიშვილმაც საკმაო წვლილი შეიტანეს გამარჯვებაში. სწორედ ტრაიანოვსკიმ წამოიწყო კომბინაცია, რომელსაც 31-ე წუთზე მანჯგალაძის გოლი მოჰყვა. აქ გადამწყვეტი მაინც გუნდის "ძველი" ბინადრის, ჩიკვაიძის უზუსტესი პასი იყო.
მანჯგალაძეს მანამდეც ჰქონდა ანგარიშის გახსნის შანსი, როცა მცველის მიერ უხერხულად მოგერიებული ბურთი თავზე გადაუგდო მეკარეს და სანტიმეტრებით ააცილა მიზანს.
მე-16 წუთზე დობროვოლსკიმ საჯარიმოში უპასა კორიფაძეს, კორიფაძემ - დეკანოიძეს, ამ უკანასკნელმა კი ცარიელ კარში ვერ შეაგდო. 29-ე და 41-ე წუთებზე ბოლნისელთა შეტევებს (ქებურია, სილვა) დიდი არეულობა მოჰყვა "ჩიხურას" საჯარიმო მოედანში, მაგრამ ლობჩაკმა და კაშიამ მეკარე ქვილითაიას ჩაურევლად მოაწესრიგეს საქმე. ტაიმი კი დამთავრდა გოგობერიშვილის სახიფათო საჯარიმო დარტყმით, რომელიც ოდნავ ასცდა ქვილითაიას კარს.
მეორე ტაიმის დასაწყისშივე, ჯერ ისევ მანჯგალაძეს შეეძლო გატანა, მერე - საჯაიას, მაგრამ ორივეს უმტყუნა მიზანმა. 53-ე წუთზე მეკარესთან თითქმის პირისპირ გასულ კაშიას უშეცდომოდ ჩაუწვა მცველი;
56-ე (ორჯერ) და 75-ე წუთებზე ასპროცენტიანი საგოლე მომენტები გაფლანგა მეორე ტაიმში გააქტიურებულმა კორიფაძემ;
86-ე წუთზე ერთდროულად მოხდა ორი სასწაული - კორიფაძის უზუსტესი პასი, ლობჟანიძის უძლიერესი "მაკრატელა" და მერლანის წარმოუდგენელი "სეივი" ბურთზე, რომელიც ისარივით უნდა გარჭობილიყო "ცხრიანში";
87-ე წუთზე მუმლაძის მახვილგონივრული პასი - კორიფაძეს და ამ უკანასკნელმა ამჯერად გააკეთა ის, რისი ღირსი მანამდეც იყო - მოატყუა ორი მცველი, მეკარე და მშვიდად შეაგორა ბურთი კარში, რითიც წერტილი დაუსვა გამარჯვებას. ანგარიში კი შეიძლებოდა მაინც შეცვლილიყო, 88-ე წუთზე ორი ასპროცენტიანი მომენტიდან ერთი მაინც რომ გამოეყენებინათ სტუმრებს.
ბოლო ტურებში საჩხერელებისთვის გადაულახავ ბარიერად ქცეულმა ბოლნისელებმა ღირსეულად დამარცხებულებმა დატოვეს მოედანი, "ჩიხურამ" კი, ამ ბარიერის დაძლევასთან ერთად, შინდაუმარცხებლის სტატუსიც შეინარჩუნა.
საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XVI ტური
22.02. ივანწმინდა. 300 მაყურებელი
ჩიხურა-სიონი 2:0
გოლები: 1:0 მანჯგალაძე (31. ჩიკვაიძის პასით), 2:0 კორიფაძე (87. მუმლაძის პასით)
ჩიხურა: ქვილითაია, ლუბჩაკი, ჭელიძე, განუგრავა, მანჯგალაძე, დეკანოიძე (77. სარდალიშვილი), კორიფაძე (90. კაკაშვილი), ტრაიანოვსკი (59. მუმლაძე), ჩიკვაიძე, დობროვოლსკი, კაშია.
სათადარიგოები: ზარქუა, ბაჯელიძე, იაკობაშვილი, ივანიშვილი
მწვრთნელი: სოსო ფრუიძე
სიონი: მერლანი, გურეშიძე, ცნობილაძე, გაფრინდაშვილი, საჯაია, ცხადაია (70. ჭანკოტაძე), გოგობერიშვილი, მიქაბერიძე, ქებურია (46. ლობჟანიძე), სილვა (46. უგულავა), ვიეირა.
სათადარიგოები: ბათიაშვილი, ჯინჭარაშვილი, ჭიკაიძე, სიჭინავა.
მწვრთნელი: ლადო ბურდული
გაფრთხილება: გოგობერიშვილი (42), ლუბჩაკი (42), ჩიკვაიძე (52), უგულავა (69)
არბიტრი: ხ. გაგნიძე
ბომბარდირები:
ჯ. დვალი (ზესტაფონი)* 10
ი. მოდებაძე (დილა) 8
ო. კვერნაძე (ტორპედო) 7
გ. პაპუნაშვილი (დინამო თბ) 7
დ. სიჭინავა (კოლხეთი/სიონი) 6
შ. ლომია (ზუგდიდი) 5
თ. მუმლაძე (ჩიხურა) 5
ნ. საბანაძე (დინ. თბ/ტორპ) 5
კ. შალამბერიძე (გურია) 5
დ. ცნობილაძე (მეტალ./სიონი) 5
შენიშვნა: * - ჯაბა დვალი კარიერას მოლდოვის "დაჩიაში" განაგრძობს
მომდევნო მატჩები
XVII ტური
28 თებერვალი, შაბათი
კოლხეთი-დინამო (ბთ)
შუქურა-გურია
1-ლი მარტი, კვირა
მეტალურგი-ზუგდიდი
სიონი-დინამო (თბ)
ვიტ ჯორჯია-სამტრედია
ზესტაფონი-ჩიხურა
დილა-ტორპედო
მერანი-ცხინვალი
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
სიონი მეტის ღირსია ,კიარ დარბიან ,მოედანზე დასეირნობენ
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული