გურია-ზუგდიდი 5:0 - ლანჩ-ხუთი! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
წინა ლანჩხუთურ შეხვედრაში გურულებმა საშინაო არენაზე პირველად წააგეს და შაბათს "სრული სვლით" დაბრუნდნენ!

"გურია" "საშინაო" გუნდად ჩამოყალიბდა და ეს არცაა გასაკვირი: ზედიზედ 3 წაგების მიუხედავად, "ევგრაფი შევარდნაძეზე" ქომაგი მაინც მრავლად მივიდა, რაც უკვე მერამდენედ ერთ რამეს ამტკიცებს - ლანჩხუთში "გურია" ფეხბურთზე მეტია! არადა, გურულებს მაშინ ქუთათურებთან ბოლო 5 წუთი რომ გაეძლოთ, ვინძლო საინტერესო მიღწევისთვის გამოეკრათ ხელი.

ლანჩხუთელებს საკუთარ არენაზე 2 თამაშიღა დარჩათ - ევროსაგზურის მაძიებელ "ს
ამტრედიასა" და სულაც ჩემპიონობისთვის მებრძოლ "დინამოსთან", რომელსაც ახლა კარგი დროება არ უდგას და, სხვათა შორის, ამ სეზონში გურულებმა გასვლაზე უკვე მოუგეს. აქამდე, "ევგრაფი შევარდნაძეზე" ყველა ლიდერმა დაკარგა ქულები და ვნახოთ, რა მოხდება ლანჩხუთში დარჩენილ ორ მატჩში...

...მატჩის დასაწყისი ზუგდიდელებს ასეთ მარცხს არ უქადდა და მანუჩარ კუტალიას სულაც მასპინძლებისთვის გოლის დასწრებაც შეეძლო, მაგრამ მისი სახიფათო დარტყმა ძირითადში დაბრუნებულმა გაბრიელ თებიძემ გაანეიტრალა.

ყველაფერი კი კობა შალამბერიძისა და ალექსი ბენაშვილის ინდივიდუალურმა ოსტატობამ გადაწყვიტა და 18 წუთში სტუმრებს საქმე კიდეც მოუთავეს - "გურიის" შემტევმა ფლანგელებმა ცენტრისკენ შეიწიეს და ისეთები "გაისროლეს", ზუგდიდელთა კარის დარაჯმა ვერაფერი რომ ვერ მოუხერხა.

სილამაზე არც შალამბერიძის და არც ვილი ისიანის ცოტათი განსხვავებულ სიტუაციაში გატანილ პირველ გოლს აკლდა, მაგრამ ბენაშვილმა სულაც გოლი-შედევრი გაიტანა - "ცხრიანში" "ჩაჭედილ" ბურთს სტუმრად ქცეულმა ექსგურულმა მინდია ბობღიაშვილმა ოდენ თვალი გააყოლა.

ამან მასპინძლებს დიდი სტიმული მისცა, "ზუგდიდი" კი - "დაიკარგა": თორნიკე მოსიაშვილს ორჯერ მიეცა შანსი, ისიანს გატანა პირველ ნახევარშიც შეეძლო, მაგრამ ორ-სამჯერ თავისიანები ბობღიაშვილმა გადაარჩინა.

თუმცა მეორე ტაიმში მან ორჯერ ვერაფერი მოუხერხა ექსთანაგუნდელ ("სიონსა" და "გურიაში") ისიანს - პირველად, ვილიმ მცველი დაჯაბნა და საჯარიმოში ფეხშედგმულმა ბურთი მეკარეს თავზე გადაუგდო, ხოლო მეორედ გიგა ჭეიშვილის ფლანგურ გადაცემას შორეულ ძელთან "დაუდარაჯდა" და, ფაქტობრივად, დაუცველ კარში შეაგორა ბურთი.

თითქმის ისევე, როგორც უკვე მისი გადაცემისას შეტევაში ჩართულმა ერეკლე კილაძემ.

რა თქმა უნდა, ამან "ზუგდიდი" მთლიანად მოშალა: იმავე მოსიაშვილსა და ისიანს შეეძლოთ, ანგარიში კიდევ უფრო კატასტროფული გაეხადათ. თავის მხრივ, პრესტიჟის გოლის გატანას ყველაზე მეტად კუტალია ცდილობდა, მაგრამ "გურიის" მეკარემ კარი "მშრალად" შეინახა.

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XXVI ტური
01.05. ლანჩხუთი. "ევგრაფი შევარდნაძე"
გურია-ზუგდიდი 5:0
გოლები: 1:0 შალამბერიძე (10. კოშკაძის პასით), 2:0 ბენაშვილი (18. კოშკაძის პასით), 3:0 ისიანი (55. ბენაშვილის პასით), 4:0 ისიანი (71. ჭეიშვილის პასით), 5:0 კილაძე (74. ისიანის პასით)
გურია (4-5-1): თებიძე - ჭეიშვილი, ე. კილაძე, გოგიაშვილი (46. რეხვიაშვილი), მჭედლიშვილი - ბენაშვილი (79. მათიაშვილი), ზოზულია, კოშკაძე (75. ღაღანიძე), მოსიაშვილი, შალამბერიძე - ისიანი.
სათადარიგოები: იმერლიშვილი, კონოვალოვი, შეველი, წილოსანი
მწვრთნელი: გიგლა იმნაძე
ზუგდიდი (4-5-1): ბობღიაშვილი - მაჩაიძე, აკობია, ღონღაძე, რიგვავა (78. ფარჯიკია) - ქირია, კუტალია, წურწუმია, ენდელაძე, გუგუჩია (46. მეგრელიშვილი) - შ. ლომია (58. ბულია).
სათადარიგოები: ივარდავა, პაჭკორია, სამუშია, ახალაია
მწვრთნელი: ბესიკ შეროზია
გაფრთხილება: ლ. ღონღაძე (24), რიგვავა (32), რეხვიაშვილი (57), ე. კილაძე (81), ფარჯიკია (87), ბობღიაშვილი (89) შალამბერიძე (89), მაჩაიძე (89), ენდელაძე (90)
არბიტრი: გ. კიკაჩეიშვილი.

ბომბარდირები:
ი. მოდებაძე (დილა) 13
გ. პაპუნაშვილი (დინამო თბ) 11
ჯ. დვალი (ზესტაფონი)* 10
ო. კვერნაძე (ტორპედო) 9
შ. ლომია (ზუგდიდი) 9
დ. სიჭინავა (კოლხეთი/სიონი) 9
გ. ბერიაშვილი (დინამო ბთ) 8
ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 8
შენიშვნა: * - ჯაბა დვალი კარიერას მოლდოვის "დაჩიაში" განაგრძობს

მომდევნო (XXVII) ტური
8 მაისი, პარასკევი
მერანი-მეტალურგი
ვიტ ჯორჯია-შუქურა

9 მაისი, შაბათი
დილა-კოლხეთი
დინამო (ბთ)-დინამო (თბ)
გურია-სამტრედია
ტორპედო-სიონი
ცხინვალი-ზესტაფონი
ზუგდიდი-ჩიხურა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული