თბილისის საქალაქო სასამართლო მატჩების ჩაწყობაში ბრალდებულ რვავე პირს გირაოთი უშვებს

AutoSharing Option
თბილისის საქალაქო სასამართლომ მატჩების ჩაწყობაში ბრალდებულ 8 პირს ვერდიქტი გამოუტანა - სასამართლომ რვავეს აღმკვეთი ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა, არადა, პროკურატურა ყველა მათგანისთვის პატიმრობას ითხოვდა.

ფეხბურთელებმა გირაოს სახით 10-10 ათასი ლარი უნდა გადაიხადონ. დავით გენძეხაძემ და ომარ ნაკაიძემ - 20-20 ათასი ლარი, ხოლო ოთარ შენგელიამ - 15 ათასი.

ხარაგაულის "ჩხერიმელას" ფეხბურთელები - თემურ სანიკიძე და გიორგი გოდერიძე აღიარებენ გარიგებულ მატჩებში მონაწილეობას. ამის თაობაზე განცხადება მათმა ადვოკატმა, თეიმურაზ ბერიძემ გააკეთა.

ბრალს არ აღიარებს "სტუ თბილისის" პრეზიდენტი ოთარ შენგელია. მისი თქმით, ის თამაში,
რომელზეც კადრებში მიდის მსჯელობა, ყოველგვარი დარღვევის გარეშე ჩატარდა.

დანაშაულს არც დავით გენძეხაძე აღიარებს. როგორც მან განაცხადა, არ ჰქონია თამაშის ჩაწყობის განზრახვა. დანაშაულს არ აღიარებენ იოსებ გიოშვილი და გიორგი კუხალაშვილიც.

რვავე ბრალდებული გათავისუფლდება გირაოთი გათვალისწინებული თანხის გადახდის შემდეგ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
იმედია ფედერაცია ამათ მაინც მიცემენ სამუდამო დისკვალიფიკაციას. რაგათქმა უნდა ერთ წელში არ შეიწყალებენ.
Beqa
11:14 08-05-2015
0
გამოუშვებენ გირაოთი და რა გარანტიაა იმის რო ცოტა ხანში ისევ იგივეს არ გაიმეორებენ? არ ეშველება აქაურობას არაფერი სანამ ხალხი არ გამოპვა მართლა ბოლოს და არ დაალეწავს თავზე ყველაფერს!!!!
იქს
10:47 08-05-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული