"ცხინვალმა" 31 წლის მეკარე ომარ მიგინეიშვილი დაიმატა

AutoSharing Option
"ცხინვალმა" საქართველოს კვალობაზე მნიშვნელოვანი ტრანსფერი მოაგვარა. კახა კაჭარავას კრებულს გორის "დილას" აწ უკვე ყოფილი მეკარე, 31 წლის ომარ მიგინეიშვილი დაემატა.

უკვე ვწერდით, რომ მიგინეიშვილის გარდა, კლუბმა კონტრაქტები გაუფორმა ლევან კაკუბავასა და ზვიად ლობჟანიძეს. ანალოგიურ პროცედურას მალე აკაკი შულაიაც გაივლის.

დავით მაისაშვილი, გიორგი კაჭკაჭიშვილი, ბიძინა მახარობლიძე, ბაქარ ქარდავა, ვარლამ კილასონია-უმცროსი, ნიკა კაჭარავა - ეს ის ფეხბურთელები არიან, რომელთაც ხელშეკრულებები გაუგრძელეს.

რაც შეეხებათ გუნდიდან წასულებს, მათ შორის არიან ბაჩანა არაბული (თბილისის "დინამოში" ითამაშებს), გიორგი ფანცულაია ("საბურთალო"), ლაშა შინდაგორიძე ("ტორპედო") და თეიმურაზ მარკოზაშვილი
(სავარაუდოდ, "სამტრედია").

დაბოლოს - 24 ივნისს "ცხინვალი" ერევანში ამხანაგურ შეხვედრას გამართავს ადგილობრივ "პიუნიკთან".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
სომხებთან ვარჯიში და სპარინგი ჯობია ევროპამდე? აბა სხვასთან ვერ ისწავლი თანამედროვე ფეხბურთს,ისინი თუ ჩაგვიტარებენ გაკვეთილს...ზუსტი მიგნებაა
vaxvax
13:55 19-06-2015
0
კაი ტრანსფერია
0

სიახლეები პოპულარული