უკვე ვწერდით, რომ მიგინეიშვილის გარდა, კლუბმა კონტრაქტები გაუფორმა ლევან კაკუბავასა და ზვიად ლობჟანიძეს. ანალოგიურ პროცედურას მალე აკაკი შულაიაც გაივლის.
დავით მაისაშვილი, გიორგი კაჭკაჭიშვილი, ბიძინა მახარობლიძე, ბაქარ ქარდავა, ვარლამ კილასონია-უმცროსი, ნიკა კაჭარავა - ეს ის ფეხბურთელები არიან, რომელთაც ხელშეკრულებები გაუგრძელეს.
რაც შეეხებათ გუნდიდან წასულებს, მათ შორის არიან ბაჩანა არაბული (თბილისის "დინამოში" ითამაშებს), გიორგი ფანცულაია ("საბურთალო"), ლაშა შინდაგორიძე ("ტორპედო") და თეიმურაზ მარკოზაშვილი
დაბოლოს - 24 ივნისს "ცხინვალი" ერევანში ამხანაგურ შეხვედრას გამართავს ადგილობრივ "პიუნიკთან".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"