14:15 25-07-2015
დინამო (თბ)-საბურთალო 4:1 - მოთელვა ოფიციალურ შეხვედრამდე [VIDEO]
AutoSharing Option
გია გეგუჩაძის გუნდი ორბურთიანი უპირატესობით მატჩის დებიუტშივე დაწინაურდა - ანგარიში ჯაბა ჯიღაურმა (მე-8 წუთი) გახსნა, შემდეგ კი სხვაობა ალექსანდრე იაშვილმა (10) გაზარდა.
"დინამოს" ოფიციალური საიტის ცნობით, პირველი ტაიმი დინამოელთა ტერიტორიული უპირტესობით წარიმართა. საკმაოდ აქტიურობდნენ ოთარ კიტეიშვილი და გიორგი ქვილითაია. პირველი ნახევრის ბოლოს ამ უკანასკნელის წაქცევისთვის დანიშნული თერთმეტმეტრიანი დარტყმა ალექსანდრე იაშვილმა უზადოდ შეასრულა და დუბლი გაიფორმა.
დინამოელთა მეოთხე გოლი გიორგი ჯანელიძის, ბაჩანა არაბულის და ვახტანგ ჭანტურიშვილის (61) აქტიურობას მოჰყვა.
დარჩენილ დროში "საბურთალომ" ერთი ბურთი გაქვითა - თავი 64-ე წუთზე გატანილი გოლით გიორგი ხორხელი გამოირჩა.
თბილისის "დინამო" და "საბურთალო" უმაღლეს ლიგაში ერთმანეთს პირველად 29 აგვისტოს, მესამე ტურში დაუპირისპირდებიან.
ამხანაგური მატჩი
დინამო (თბ)- საბურთალო 4:1
გოლი: 1:0 ჯიღაური 8’ 2:0 იაშვილი 10’ 3:0 იაშვილი 43’ (პენ) 4:0 ჭანტურიშვილი 61’ 4:1 ხორხელი 64’
დინამო: ჰრდლიჩკა (ბეგაშვილი 46), კაკაბაძე (ტვილდიანი 63), რენე (გველესიანი 46), ჭელიძე, თევზაძე (გურული 46), ცინცაძე, პარუნაშვილი (ჯანელიძე 46), ჯიღაური (ჭანტურიშვილი 46), კიტეიშვილი (ლობჟანიძე 63), იაშვილი (არაბული 46), ქვილითაია (ვოლკოვი 74)
საბურთალო: ქურდაძე, ბეროშვილი, მარგველაშვილი, მამუჩაშვილი, ჩაბრაძე, სოფრომაძე, ალთუნაშვილი, ხარაიშვილი, ფანცულაია, გვარაძე, გოშთელიანი
შეცვლაზე შევიდნენ: დვალი, ჩოჩიშვილი, ნიკოლაშვილი, ხორხელი, შიხაშვილი, ვაჭარაძე, ბიძინაშვილი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული