უმაღლესი ლიგა. IX ტური: თბილისის "დინამომ" "ცხინვალი" დაამარცხა

AutoSharing Option
23 ოქტომბერს უმაღლესი ლიგის მე-9 ტურის მატჩში თბილისის "დინამომ" "ცხინვალს" უმასპინძლა და 2:1 სძლია.

შეგახსენებთ, რომ ამ შეხვედრამდე ტურის ხუთი მატჩი გაიმართა. მეცხრე ტური კი 24-25 ოქტომბერს დასრულდება.


მე-3 წუთზე ანგარიში დინამოელმა გიორგი ქვილითაიამ გახსნა, მაგრამ მე-6 წუთზე გიორგი ივანიშვილმა გაათანაბრა.

29-ე წუთზე მსაჯმა სტუმარი ლევან კაკუბავა გააძევა, თუმცა რიცხობრივი თანაფარდობა ტაიმის მიწურულს აღდგა, როცა კაკუბავას გზას გიორგი გველესიანი გაუყოლეს.

57-ე წუთზე "დინამო" კვლავ დაწინაურდა, გოლი ოთარ კაკაბაძის ანგარიშზეა - 2:1.

9 ტურის შემდეგ "დინამოს" 22 ქულა გაუხდა, რამდენიც გორის "დილას", მესამე ადგილზე 19 ქულით "სამტრედიაა".
მკითხველის კომენტარები / 1 /
ვა!გორგი გამოჩნდააა!
maradona
19:35 25-10-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული